მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კახიშვილი: საპარლამენტო ტრიბუნის ალტერნატივა ქუჩის ან თუნდაც ტელეეთერის ტრიბუნა ვერ იქნება

„ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

პომპეოს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მით უფრო იმ მოვლენების შემდეგ, რომელიც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში განვითარდა. ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ ოპოზიციისა და ხელისუფლებისათვის, არამედ ქვეყნისთვის და საქართველოს მომავალი განვითარებისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა, კახა კახიშვილმა სატელევიზიო ეთერში საუბრისას განაცხადა.

კახიშვილი ოპოზიციის მხრიდან პარლამენტში შესვლაზე უარის თქმას შეცდომად მიიჩნევს:

„რაც შეეხება მის გზავნილს, მეც ვფიქრობ რომ ყველაზე კარგი ტრიბუნა არის საპარლამენტო ტრიბუნა. 9 პოლიტიკური პარტია მოხვდა პარლამენტში და მე ვფიქრობ, რომ საპარლამენტო ტრიბუნის ალტერნატივა ქუჩის ტრიბუნა ვერ იქნება, ან თუნდაც ტელეეთერის ტრიბუნა, რადგან ეს არის ცოცხალი პროცესი. წარმოიდგინეთ, ცხრავე პარტიამ რომ იმუშაოს და გაატაროს ის პოლიტიკა რასას მათი პარტია ატარებს, რითაც მოვიდნენ და გადალახეს ეს ბარიერი, ვგულისხმობ მათი ამომრჩევლების დაკვეთას. წარმოიდგინეთ რამდენად დემოკრატიულ პარლამენტს მივიღებთ. ვფიქრობ, შეცდომა იქნება თუ არ შევლენ პარლამენტში“, - განაცხადა კახიშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში 17 ნოემბერს ჩამოვიდა. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს ელჩი ამერიკაში, დავით ბაქრაძე და ამერიკის ელჩი კელი დეგნანი დახვდნენ.

მაიკ პომპეო საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიასა და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველო 18 ნოემბერს, 14:00 საათზე დატოვა.