მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კალაძე: ახალი არჩევნების ჩატარების საფუძველი არ არსებობს

თბილისის მერი, 2020

„ახალი არჩევნების ჩატარების არანაირი საფუძველი არ არსებობს“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

მისი თქმით, ოპოზიციასთან მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა, მესამე რაუნდის თარიღი ჯერ არ განსაზღვრულა.

„მოლაპარაკებები გრძელდება და მორიგი შეხვედრა ფასილიტატორების ჩართულობით უნდა დაიგეგმოს. კონკრეტულად როდის იქნება მესამე რაუნდი, ამის თქმა გამიჭირდება. რაც შეეხება არჩევნებს, ახალი არჩევნების ჩატარების არანაირი საფუძველი არ არსებობს. ვისმენდით ამ ხნის განმავლობაში, რომ გარკვეული ხარვეზები იყო კონკრეტულ უბნებზე, რაც ძალიან დიდი ტყუილი იყო. ამის დასტური არის ის, რომ ჩვენ მათ შევთავაზეთ 1500-მდე უბნიდან, რომელსაც იტყოდნენ, გაგვეხსნა და გადაგვეთვალა ხმები, მაგრამ მათ ეს არ ისურვეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

👉 ინფორმაციისთვის, ყველა ოპოზიციური პარტია, რომელმაც არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახა პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.

👉 ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერებს შორის მოლაპარაკება აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების ჩართულობით მიმდინარეობს, მხარეებს შორის ორი შეხვედრა უკვე შედგა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ინაშვილი: მემორანდუმი უნდა შედგეს მყარი გარანტიებით, რომ ახალი არჩევნები დაინიშნება

👉 როდის შეიკრიბება მე-10 მოწვევის პარლამენტი?

👉 ზურაბ ჯაფარიძე: არ ვიცი რა გამოვა, არ მინდა განსაკუთრებული ოპტიმიზმის გაჩენა