მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კალაძე: ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ქვეყანაში სიმშვიდის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტია

ქართული ოცნება

„ჩვენი ქვეყნის წინაშე ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა. მათ შორის უმთავრესია ოკუპაცია და არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, რომელიც ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს აწუხებს. ჩვენი ვალია, ეს პრობლემები მშვიდობიანად, გონივრულად, განათლებითა და ყოველდღიური შრომით გადავჭრათ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივნმა კახა კალაძემ ბაღდათში, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბეჟან წაქაძის წარდგენაზე ისაუბრა.

„დღეს, „ქართული ოცნების“ გუნდი მაჟორიტარობის კანდიდატს წარმოგიდგენთ, ადამიანს, რომელიც საქართველოს პარლამენტში თქვენი წარმომადგენელი, თქვენი ხმა იქნება და ყველა იმ გამოწვევას უპასუხებს, რაც ჯერ კიდევ არსებობს ქვეყანაში.

მომავალი საპარლამენტო არჩევნები კიდევ ერთი გადამწყვეტი დღეა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ, ყველამ ერთად, კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ უარი ბნელ წარსულსა და ძალადობას და ავირჩიოთ ნათელი მომავალი, ადამიანის კეთილდღეობაზე ორიენტირებული, მზრუნველი და ეფექტური გუნდი.

ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ქვეყანაში სიმშვიდის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტია. „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც ქვეყნის განვითარების რეალური ხედვა და ამ ხედვის განხორციელების უნარი და შესაძლებლობები გააჩნია.

წლების განმავლობაში, უამრავი პროექტი განხორციელდა, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რეგიონების განვითარებასა და გაძლიერებას, მუდმივად მიმდინარეობს მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები და რაც მთავარია, სახელმწიფო გვერდში უდგას მოქალაქეს, რათა ეკონომიკური თუ ტურისტული პოტენციალის ათვისების კუთხით, რაც შეიძლება მეტი პროექტი განხორციელდეს, გაჩნდეს დამატებითი სამუშაო ადგილები და მოქალაქეების შემოსავალმა და კეთილდღეობამ მოიმატოს.

„ქართული ოცნების“ გუნდი მზად არის, ყველა გამოწვევას გაუმკლავდეს და ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად ყველა პრობლემა თქვენთან ერთად, თქვენი აქტიური ჩართულობით მოაგვაროს.

დარწმუნებული ვარ, 31 ოქტომბერს, როდესაც გაიმართება საპარლამენტო არჩევნები ჩვენ მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებას და გავაკეთებთ სწორ არჩევას.

დარწმუნებული ვარ იმაში, რომ თქვენი მხარდაჭერითა და თქვენი თანადგომით ჩვენ შევძლებთ პირველივე ტურში წარმატების მიღწევას. ჩვენ, ჩვენი ყოველდღიური საქმიანობით უნდა შევქმნათ ძალიან ბევრი წარმატების ისტორია იმისთვის, რომ ღირსეულად წარმოვაჩინოთ ჩვენი რეგიონები, ქალაქები, სოფლად მცხოვრები ადამიანები“.