მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კალაძე: გასაბჭოებამ მთელი 70 წლით უკან დახია ჩვენი ქვეყანა და გააქრო ჩვენი სახელმწიფოებრიობა

თბილისის მერი 2021

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს ოკუპაციის 100 წლის თავს სოციალური ქსელით ეხმაურება. 

მისი განცხადებით, გმირი წინაპრების თავდადება საქართველოს ევროატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანებით დასრულდება.

„დღეს არის ერთ-ერთი უმძიმესი დღე საქართველოს ისტორიაში, რომელმაც მთელი 70 წლით უკან დახია ჩვენი ქვეყანა და გააქრო ჩვენი სახელმწიფოებრიობა.

არავინ იცის, როგორი იქნებოდა საქართველო დღეს, რომ არა მისი გასაბჭოება, თუმცა ყველა ჩვენგანის ღრმა რწმენით, უფრო უკეთესი, უფრო განვითარებული და ბევრი მიმართულებით ძალიან წინ წასული.

ჩვენი გმირი წინაპრების თავდადებამ, მათმა თავგანწირვამ საქართველოს მოუტანა დამოუკიდებლობა და დააბრუნა ევროინტეგრაციის გზაზე. ეს გზა აუცილებლად დასრულდება დიდ ევროპულ ოჯახში საქართველოს გაწევრიანებით. პატივი და დიდება გმირებს!“, - წერს კახა კალაძე.

ინფორმაციისთვის, 921 წლის 25 თებერვალს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა. საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა.

დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება.

დამოუკიდებლობის დასაცავად საქართველოს მოქალაქეების ბრძოლა ხუთი კვირა მიმდინარეობდა.

25 თებერვალს დაწყებული საბჭოთა ოკუპაცია 70 წელს გაგრძელდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

პრემიერი: მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა დროებით ოკუპირებულია, ჩვენი გზა გაერთიანებამდე მიდის