მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კალაძემ საარჩევნო სუბიექტებს პლაკატების ჩამოხსნა დაავალა

ზონალური პარკირება

თბილისის მერი კახა კალაძე საარჩევნო სუბიექტებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყონ სააგიტაციო მასალების ჩამოხსნა. 

როგორც კახა კალაძემ თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში საჯარიმო სანქია 1000 ლარის ოდენობით იქნება.

კალაძის თქმით, არავის აქვს სურვილი ვინმეს დაჯარიმების, თუმცა 15 დღის ვადაში ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ კუთხით დედაქალაქში სიტუაცია მოწესრიგებული იყოს.

„საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით საარჩევნო სუბიექტებმა არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უნდა უზრუნველყონ სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა. ეს არის პლაკატები და სხვადასხვა სააგიტაციო მასალები.

მინდა მოვუწოდო და ვთხოვო ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ სააგიტაციო მასალები ჩამოხსნილი იყოს და მოვაწესრიგოთ ქალაქში ყველაფერი.

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ეს მასალები გაკრული არ დავტოვოთ კედლებზე, ღობეებზე, რადგან ვიზუალურად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქალაქისთვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას.

წინააღმდეგ შემთხვევაში საჯარიმო სანქცია იქნება 1000 ლარის ოდენობით. მინდა მუნიციპალურ ინსპექციას დავავალო, რომ ყურადღებით იყოს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არავის აქვს სურვილი ვიღაცები დავაჯარიმოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოვუწოდო და ვთხოვო, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ 15 დღის ვადაში ყველაფერი იყოს მოწესრიგებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს, ხოლო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართა.