მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა ქემოკლიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერებმა იმ ენაზე დაიწყეს საუბარი, რა ენითაც გახარიას გუნდის წევრებმა პარტიიდან წამოსვლის მიზეზები ახსნეს

მაქსიმუმს გავაკეთებ რათა პრემიერ-მინისტრის ნდობა და მანდატი გავამართლო

მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი კახა ქემოკლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ გახარიას გუნდი მიესალმება შეთანხმებას, რომელიც პოლიტიკურ დაპირისპირებას დაასრულებს.

„ჩვენ მივესალმებით ყველა იმ შეთანხმებას, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში პოლიტიკურ აგრესიას, დაპირისპირებას დაასრულებს, მეორე მხრივ კი, საზოგადოების კონსოლიდირებას შეუწყობს ხელს.

მივესალმები, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა იმ ენაზე დაიწყეს საუბარი, რა ენითაც გახარიას გუნდის წევრებმა პარტიიდან წამოსვლის მიზეზები ახსნეს. ეს სახალისო, თუმცა ამავდროულად ნამდვილად მისასალმებელია.

ნიშანდობლივია, რომ აქამდე ჩვენ ვხედავდით მხოლოდ საუბარს, ახლა მნიშვნელოვანია, რომ მის ნაცვლად კონკრეტული ქმედებები დავინახოთ ყველა მხრიდან.

ნათელია, რომ შეთანხმება უნდა ეფუძნებოდეს საყოველთაო კონსენსუსს. პოლიტიკურ პროცესში, დაპირისპირება დასრულებადია, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მხარეები შინაარსობრივად იაზრებენ საყოველთაო კონსენსუსის მიღწევის აუცილებლობას და ამისთვის იქცევიან თანმიმდევრულად.

ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ის ნაბიჯი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ცალმხრივად გადადგა გააზრებულია და მიზნად ისახავს ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანას და არა შეთანხმების მიუღწევლობაზე პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას“, - წერს ქემოკლიძე.

ინფორმაციისთვის „ქართულმა ოცნებამ“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა, ხელი მოაწერა.