მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კუჭავა: ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ხელმეორედ აირჩიეს

ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეზე ვიცეპრეზიდენტის თანამდებობაზე ხელმეორედ აირჩიეს

„ირაკლი კობახიძეს კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე და ის ხელმეორედ იქნა არჩეული ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე. ეს ჩვენთვის არის კიდევ ერთი შესაძლებლობა ნებისმიერი ფორმატის გამოყენებით, ძალიან მაღალ დონეზე გავაჟღეროთ,  დავაყენოთ ყველა ის აქტუალური საკითხი და მოვიპოვოთ მხარდაჭერა, რომელიც საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ  ბრიუსელში ვიზიტისას განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძეს ყველა ძალიან კარგად იცნობს, როგორც ძალიან მაღალი დონის პროფესიონალს.

„გუშინდელი შეხვედრის დროსაც, პრეზიდენტმა ცალსახად აღნიშნა, რომ მას იმედი აქვს ირაკლი კობახიძის აქტიური მონაწილეობის. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან მთლიანად საქართველოს დელეგაციის მხარდაჭერა არის ძალიან მაღალი“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ირაკლი კობახიძის არჩევა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიტენტად ხაზს უსვამს საქართველოს ავტორიტეტს