პოლიტიკა

კახა კუჭავა: სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს აღიქვამენ როგორც სამაგალითო ქვეყანას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ცერემონიაზე კომენტარს აკეთებს, 20 ივლისი 2020 წ.
13:02 შაბ. 1 აგვისტო
დაკოპირებულია

„ბოლო პერიოდში მრავალი ისეთი მოვლენა განვითარდა, რაც გვაძლევს ძალიან საინტერესო ანალიზის საშუალებას. საბოლოო ჯამში, მივდივართ იმ წერტილამდე, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები პირადი პოლიტიკური მიზნებისთვის ცდილობენ ქვეყნებს შორის, სტრატეგიულ პარტნიორებს შორის, ურთიერთობა დააზიანონ. ერთ-ერთი ამის მიზეზი არის ტყუილი. არ შეიძლება ისინი ვერ ხვდებოდნენ და არ იცოდნენ, რომ ტყუილს აქვს ძალიან მოკლევადიანი ეფექტი. თუმცა მაინც მიდიან ამ ნაბიჯზე, რაც ძალიან სამწუხაროა“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სიკერმა კახა კუჭავამ ტვ „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, არჩევნებამდე იქნება გარკვეული მცდელობები იმისა, რომ ლობისტების გამოყენებით ოპოზიციამ შეძლოს ვიღაცების ტყუილში დარწმუნება.

„აქაც კი ბევრი შეცდომა მოსდით. კონგრესმენი მალინი არის კომპანია „ფრონტერას“ რეგისტრირებული ლობისტი. წერილში ძალიან მარტივი ფაქტობრივი შეცდომა გაეპარათ. ოპოზიციამ არ მისცა ხმა საარჩევნო ცვლილებებს და ის რომ არ გასულიყო, ექნებოდათ სალაპარაკო, რომ ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო საარჩევნო ცვლილებების მიღება. დღეს იმაზე საუბარი, რომ ცვლილებები არ განხორციელებულა არარელევანტურია. პარალელურ რეჟიმში სახელმწიფო მდივანი აკეთებს კომპლიმენტს და აქებს პრემიერს იმ განხორციელებული ცვლილებებისთვის, რომელმაც საარჩევნო სისტემა კიდევ უფრო დემოკრატიული გახადა. ჩვენ პირნათლად ვასრულებთ იმ ვალდებულებებს, რომელიც ავიღეთ. დარწმუნებული ვართ, არჩევნებს ჩავატარებთ იმ სტანდარტებით, რომელიც საშუალებას მოგვცემს, კიდევ ვიამაყოთ მისი მსვლელობით, შედეგებით და პროცესით“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.

მისი თქმით, საქართველო წარმოადგენს უპირობო ლიდერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის.

„საქართველო არის ის მაგალითი, რომელზეც სხვებს ეუბნებიან, რომ აი, ასე უნდა განახორციელო რეფორმები, ასე უნდა შეძლო დემოკრატიის გამყარება, მათ შორის, ინსტიტუციურ დონეზე, და ეს არის წარმატების ხაზგასმა და ყველასთვის ჩვენება. საერთაშორისო პარტნიორებისთვის ყოველთვის იყო და იქნება მაღალი მოლოდინი საქართველოს მიმართ. ამ მოლოდინზე ხაზგასმა, რომ იმედი აქვთ, საქართველოში მაღალი დონის არჩევნები ჩატარდება, ჩემი აზრით, ძალიან კარგია, რადგან სტრატეგიული პარტნიორი და სხვა პარტნიორები საქართველოს აღგვიქვამენ როგორც სამაგალითოს და აქვთ მოლოდინი, რომ კიდევ უფრო კარგი მაგალითი ვიქნებით“, - განაცხადა ვიცე-სპიკერმა.

ფულადი დახმარება

100, 200 და 300 ლარი - ვინ რა დახმარებას...

აღნიშნულ ციფრებში არ შედის კომუნალური გადასახადების სუბსიდირების მაჩვენებელი. Კ...
„ჩვენი ჩარევის გარეშე, რა თქმა უნდა, პურის ფასი გაიზრდებოდა. რეგიონალური კუთხით არაორდინალური ეკონომ...
20:43 შაბ. 28 ნოემბერი
„ამ უმძიმეს სიტუაციაში, კრიზისში თანაბარი წილი პასუხისმგებლობის აქვს ყველას, ვინც ხმა მისცა „ქართულ...
19:50 შაბ. 28 ნოემბერი
საპროტესტო აქციები პოლონეთში აბორტების აკრძალვის კანონპროექტის განხილვის დროს დაიწყო. ამასთანავე აქც...
18:57 შაბ. 28 ნოემბერი
როგორც საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციაში განმარტავენ, პანდემიის მიუხედავად საქართველო წარმოადგენს...
18:40 შაბ. 28 ნოემბერი
გიორგი ვოლსკი მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ცერემონიაზე კომენტარს აკეთებს, 20 ივლისი 2020 წ.

ეს არის საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ...

მისი თქმით, კარგი არაფერია იმაში, როდესაც პარლამენტი ოპოზიციის გარეშე საქმიანობს. „ყველას მინდა გავ...
18:15 შაბ. 28 ნოემბერი
15:59 შაბ. 28 ნოემბერი
თენგიზ ცერცვაძე სახლში გაეწერა 
„ბატონი თენგიზის მდგომარეობა სტაბილურია, თავს მხნედ გრძნობს და მადლობას უხდის ყვ...
15:47 შაბ. 28 ნოემბერი
აბაშიძე: კარასინთან შეხვედრაზე 2019 წლის...
ზურაბ აბაშიძის შეფასებით, აღნიშნულ თემაზე შეხვედრისას საუბარი საერთოდ არ ყოფილა....
15:43 შაბ. 28 ნოემბერი
აბაშიძე: რუსეთის მხარემ აღნიშნა, რომ საჭ...
ზურაბ აბაშიძის განმარტებით, ამჯერადაც შეხვედრის დასაწყისში მან აფხაზეთსა და ცხინ...