ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მეორე სამუშაო დღე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების საკითხებზე მსჯელობას დაეთმობა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები რუსეთის წინააღმდეგ მოგებულ დავაზე და მისთვის დაწესებულ ვალდებულებების აღსრულების საკითხზე ევროპელ კოლეგებთან იმსჯელებენ.
საკითხის მნიშვნელობაზე საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, კახაბერ კუჭავამ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს დელეგაციამ მოიპოვოს მხარდაჭერა, რათა უფრო ეფექტურად იქნეს აღსრულებული ის ვალდებულებები, რომლებიც რუსეთის ფედერაციას ევროპის სასამართლოს დააკისრა.
„დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში დაგეგმილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების საკითხის განხილვა.
ჩვენთვის ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დიდი ისტორიული გამარჯვების შემდეგ, რომელიც საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ამ სასამართლოში მოიპოვა, მნიშვნელოვანია, რომ ყველას მოვუწოდოთ და მოვიპოვოთ მხარდაჭერა, რათა უფრო ეფექტურად იქნეს აღსრულებული ის ვალდებულებები, რომლებიც რუსეთს დაეკისრა. დარწმუნებული ვარ, ეს ის პათოსი იქნება, რომელსაც ევროსაბჭოს წევრები ჩვენთან ერთად გაიზიარებენ.
ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, მათ შორის ამ დებატებს და პლათფორმასაც, რომ ყოველთვის მოვუწოდოთ რუსეთს შეასრულოს აღებული ვალდებულებები და უფლებათა დარღვევებს, რომლებსაც ყოველდღიურად აქვთ ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ერთხელ და საბოლოოდ დაესვას წერტილი.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამის შესახებ ყველა ფორმატი გამოვიყენოთ და ყველა ჩვენ პარტნიორს ვამცნოთ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ქართველი ხალხისთვის ყოველდღიურ პრობლემას წარმოადგენს“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.
გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია-მსვლელობა ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე დაიწყო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსთან, რათა, მსოფლიოში მიწოდების კუთხით არსებული კრიზისის მიუხედავად, საქართველოს ჰქონდეს ორგანიზაციის კიდევ უფრო აქტიური მხარდაჭერა ვაქცინის პირველი დოზების რაც შეიძლება მალე მისაღებად. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
2021 წლის 27 თებერვალს, თბილისის დროით 15:00-22:00 საათზე, ონლაინ ფორმატში გაიმართება „ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს დახურულ ფორმატში შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო შეთანხმებას საფრთხეს არ შეუქმნის. ამის შესახებ „ეხო კაცკაზა“ იუწყება.
„ჩვენ გვსურს, რომ გავაერთიანოთ საზოგადოება კონკრეტული მოთხოვნების ირგვლივ. ჩვენი პროტესტის მიზანიც ეს არის“- აცხადებს პარტია „ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2021-2022 სასწავლო წლისათვის, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძის თქმით, გასულ წელს იყო გარკვეული ჩავარდნები შეზღუდვების მოხსნის გამო, თუმცა ქვეყანამ არსებულ ვითარებას კარგად გაართვა თავი.
თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, რომ ამაზე სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი მეტყველებს.
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ოპოზიციის მიერ დაგეგმილ დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პროტესტი სამართლიანად არ მიაჩნია, მაგრამ ამის მიუხედავად, მათ აქვთ აქციის გამართვის უფლება.