პოლიტიკა

კახა კუჭავა: ჩვენ ორი მნიშვნელოვანი დავა მოვიგეთ და ბოლო დავა საქართველო რუსეთს შორის 2008 წლის ომს ეხებოდა

ჩვენ ორი მნიშვნელოვანი
დავა მოვიგეთ
1611658317
დაკოპირებულია

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია მუშაობას აგრძელებს. დღევანდელი სესიის დღის წესრიგის საკითხს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულება წარმოადგენდა, რომელზეც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მიერ მოგებულ დავაზე ინფორმაციები წარმოადგინეს და რუსეთის მიმართ დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობაზე ისაუბრეს,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განხილული საკითხის მნიშვნელობა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ შეაფასა.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მეორე დღე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების საკითხით დაიწყო.

ძალიან საინტერესო მოხსენება იყო, სადაც არაერთგზის იყო ნახსენები საქართველო-რუსეთის დავის შესახებ, რომელიც საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.

რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად იყო გამოყენებული ეს საშუალება, რათა გვესაუბრა იმ ვალდებულებების შესახებ, რომელიც რუსეთის ფედერაციას აკისრია.

ჩვენ ორი მნიშვნელოვანი დავა მოვიგეთ და ბოლო დავა საქართველო რუსეთს შორის 2008 წლის ომს და იმ დარღვევებს ეხებოდა, რომლებიც იდენტიფიცირებული იქნა. საქართველომ წარმოადგინა 700-ზე მეტი მტკიცებულება და საბოლოოდ ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვა ამ დავაში.

ახლა უკვე მნიშვნელოვანია ყველამ ერთად ვიზრუნოთ და გამოვიყენოთ ყველა საშუალება, რომ რუსეთის მხრიდან მისი აღსრულება ბოლომდე იყოს მიყვანილი.

ასამბლეის სხვადასხვა დელეგაციის წევრების გამოსვლებში კარგად ჩანდა ზეწოლა ამ საკითხის მიმართ და ჩვენი დელეგაციის წევრებმა არა მხოლოდ ინფორმაციები წარმოვადგინეთ, არამედ ვეცადეთ ხაზი გაგვესვა იმ მნიშვნელობაზე, რასაც ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულება გულისხმობს ამ კონკრეტულ საქმეებთან მიმართებაში“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რათა ყოველთვის მოვუწოდოთ რუსეთს შეასრულოს აღებული ვალდებულებები

👉 ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ხელმეორედ აირჩიეს




კომენდანტის საათი
საქართველოში

„კომენდანტის საათი“ კვლავ ძალაში რჩება

„კომენდანტის საათი“ კვლავ ძალაში რჩება. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო და ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა კორონავირუსის შემდგომი გართულებების წინააღმდეგ გაერთიანდნენ და საკუთარ ბაზაზე პოსტკოვიდური მართვის ცენტრები აამოქმედეს. ინფორმაციას „ ევექსის “ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

1619012753

ინდონეზიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის წყალქვეშა ნავთან კავშირი დაიკარგა. ამის შესახებ BBC იუწყება.

1619011887

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში, გია ხუხაშვილი პოლიტიკური მოვლენების სავარაუდო განვითარების სცენარს აღწერს, ის სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

1619011192

21 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.4521 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4499 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.22 თეთრი შეადგინა.

1619010412
ეროვნული წინააღმდეგობის
გაწევის საკითხებზე
უწყებათაშორისი სამუშაო
შეხვედრა გაიმართა

ეროვნული წინააღმდეგობის გაწევის საკითხებზე უწ...

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში აღმასრულებელ დონეზე ეროვნული წინააღმდეგობის გაწევის საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ავრცელებენ.

„მელიამ საერთაშორისო პარტნიორების თხოვნა...

„ჩემი აზრით ნიკა მელია ახლა არასწორად ზის ციხეში, მათ შორის საკუთარი გადაწყვეტილებითაც. ეს გადაწყვეტილება სწორი არ არის“, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

სვეტიცხოვლის გამწვანების ღონისძიებაში მო...

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით პირველი აპრილიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეზოში საპატრიარქოს ფონდი „გაამწვანე საქართველო“ პარტნიორებთან ერთად გამწვანების მასშტაბურ პროექტს ახორციელებს.

1619005843
საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდე...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, მაქსიმალურად დაიცვან რეგულაციები და უარი თქვან ხალხმრავალ შეკრებებზე. ასევე, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გადავიდნენ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე, ხოლო ხანდაზმულებს მიმართავს რეკომენდაციით, მაქსიმალურად დარჩნენ სახლში. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.