მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახაბერ კუჭავა ვიდეოკონფერენციის ფორმატში ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს ესაუბრა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ცერემონიაზე კომენტარს აკეთებს, 20 ივლისი 2020 წელი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ ვიდეო ზარის ფორმატში, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტთან, კლარა დობრევთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

ევროპელი პოლიტიკოსი საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენებით და წინასაარჩევნო პროცესებით დაინტერესდა. კახაბერ კუჭავამ კლარა დობრევს საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით ინფორმაცია გააცნო, რომელიც ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის მიერ დადებითად იქნა შეფასებული.

„ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს ვიდეო ზარის ფორმატში, 8 მარტის შეთანხმების თანახმად მომზადებული საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებებზე ინფორმაცია გავაცანი. კლარა დობრევმა მმართველი პარტიის მიერ გატარებული ღონისძიებების მიმართ კმაყოფილება გამოთქვა და ამ ცვლილებების მისაღებად გამართულ კენჭისყრაში ოპოზიციის არ მონაწილეობის გამო გაკვირვება გამოხატა. შეხვედრაზე ვიცე-პრეზიდენტი დობრევი წინასაარჩევნო კამპანიების მიმდინარეობითაც დაინტერესდა და იმედი გამოთქვა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კიდევ ერთი სამაგალითო არჩევნები იქნება, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩატარდება“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესა და ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს შორის აქტიური კომუნიკაცია გრძელდება. მსგავსი ფორმატის ბოლო შეხვედრა მხარეებს შორის ერთი თვის წინაც გაიმართა.