მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კაკულია: დემოკრატიას ყველა ვერ აშენებს

კაკულია პარლამენტში

მმართველი გუნდის წევრი რომან კაკულია ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის განცხადებას გამოეხმაურა.

უმრვლესობის დეპუტატი ქვეყნის ერთ-ერთ გამოწვევად მიიჩნევს ისეთი პოლიტიკური ძალების არსებობას, რომლებიც „გარე დაკვეთებზე“ მუშაობენ.

„გამოწვევათა შორის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ყოველთვის იარსებებენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ეგრეთ წოდებულ „გარე დაკვეთაზე“ იმუშავებენ და ამიტომ მხოლოდ ის ხალხი შეძლებს დემოკრატიის აშენებას, რომელიც მკაფიოდ შეეცდება დააფიქსიროს ის პოლიტიკური ძალები და მათ მისცეს მართვის სადავეები, რომლებიც „შიდა დაკვეთაზე“ არიან ორიენტირებული. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება შედგეს დემოკრატია. ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ხალხი და საზოგადოება არსებობს, მაგრამ დემოკრატიას ყველა ვერ აშენებს. ამას მხოლოდ ის საზოგადოება ახერხებს, რომელიც, „შიდა მოთხოვნაზე“ ორიენტირებულ პოლიტიკურ ძალებს ანდობენ ქვეყნის მართვას, რომლებიც შემდეგ წარმატებულად შეძლებენ დაამყარონ ურთიერთობა ყველა საერთაშორისო პარტნიორთან“, - დასძინა კაკულიამ.

კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ საქართველომ დემოკრატია და ეკონომიკა თავად უნდა ააშენოს.