თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად „ფეიქ ნიუსი“ კიდევ უფრო გააქტიურდება.
„საქართველოში ეს ყველაფერი ბოროტებად არის ქცეული. ყველა ერთად უნდა დავდგეთ და ამ ბოროტებას ხელი შევუშალოთ.
ჩვენი წამოწყება შეიძლება ზღვაში წვეთი იყოს, მაგრამ ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. ამით ჩვენ ვიცავთ მერიის თანამშრომლებს, მართლაც პროფესიონალ ჟურნალისტებს, ვინც გულით მუშაობს და რეალურად ხედავს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.
როდესაც პრობლემებზე ვსაუბრობთ, მილიონნახევრიან ქალაქში, დავიჯერო ამ ტელეკომპანიებმა და ჟურნალისტებმა პრობლემები ვერ ნახეს? ქალაქში, სადაც უამრავი პრობლემებია და მე შემიძლია ამაში დავეხმარო, ვუთხრა რა პრობლემების და გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რომ რაღაც სიცრუე არ მოიგონონ და საზოგადოება არ შეიყანონ შეცდომაში, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება მიზანმიმართულად, რომ მოხდეს კონკრეტული ადამიანების, პოლიტიკური ფიგურების, უწყებების დისკრედიტაცია, მაგრამ ჩვენ ამის შესაძლებლობას ამ ადამიანებს არ მივცემთ.
ვიქნებით მზად და ყველა ცრუ ბრალდებას, შემოტევას ექნება შესაბამისი პასუხი“,- განაცხადა კახა კალაძემ „იმედის“ ეთერში.