მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კალაძე: ბიუროკრატიული ხარჯები არ იზრდება, ეს ტყუილია

კახა კალაძე ოცნების ოფისში ბრიფინგზე

„ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ბიუროკრატიული ხარჯების ზრდის შესახებ ტყუილია“,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძის თქმით, ჯერ მხოლოდ ბიუჯეტის პირველადი ვერსიაა წარმოდგენილი, ხოლო ბიუჯეტის საბოლოო ვერსია რადიკალურად განსხვავებული და გაცილებით მეტი იქნება.

„ჩემი თხოვნაა, ბიუჯეტზე ნაადრევად არ ვიმსჯელოთ. როგორც ყოველ წელს, ჯერ ხდება პირველადი ბიუჯეტის წარდგენა, რომელიც შემდეგ დაკორექტირდება. მოგვიანებით გახდება ცნობილი ბიუჯეტის საბოლოო ვერსია, რომელიც, დარწმუნებული ვარ, იმაზე მეტი იქნება, ვიდრე დღეს არის წარმოდგენილი. ჩვენ მოგვეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ის პროექტები, რაზეც პანდემიამდე ვსაუბრობდით, განხორციელდეს ინფრასტრუქტურის, ასევე, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ბიუროკრატიული ხარჯების ზრდის შესახებ, ეს არის ტყუილი. არავითარი ბიუროკრატიული ხარჯები არ იზრდება. ეს არის პირველადი ბიუჯეტი, რომელიც იყო წარმოდგენილი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საბოლოო ბიუჯეტი რადიკალურად განსხვავებული იქნება მისი პირველადი ვერსიისგან და გაცილებით მეტი“, - განაცხადა კალაძემ.