მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კალაძე: კონკრეტული პარტიები სააკაშვილს მძევლად მოექცნენ 

დედაქალაქის მერი

„გულდასაწყვეტია, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები „ნაციონალური მოძრაობასა“ და მიხეილ სააკაშვილს მძევლად მოექცნენ“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა. 

თუმცა, მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიებში არსებობენ საღად მოაზროვნე ადამიანები და მათ აქვთ კონკრეტული ხედვები არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით.

კახა კალაძე იმედოვნებს, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტია საბოლოოდ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და შევა პარლამენტში.

„ჩვენ ვნახეთ თავდასხმა საერთაშორისო პარტნიორებზე, თუმცა, საბედნიეროდ, ამას არ აკეთებს ოპოზიციის დიდი ნაწილი. სააკაშვილი და მისი კლასტერი პირდაპირ აბულინგებენ საერთაშორისო პარტნიორებს, რაც ძალიან ცუდია ქვეყნის იმიჯისთვის, თუმცა მეორე მხრივ ყველა ძალიან კარგად ხედავს, რას წარმოადგენს სააკაშვილი, რომელიც ქართული პოლიტიკისთვის სერიოზულ პრობლემად იქცა. ის დღევანდელ პოლიტიკაში უკვე წარსულია, თუმცა გულდასაწყვეტია, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები „ნაციონალური მოძრაობასა“ და მიხეილ სააკაშვილს მძევლად მოექცნენ. თუმცა იქაც არსებობენ საღად მოაზროვნე ადამიანები, მათ აქვთ კონკრეტული ხედვები არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, რომ ისინი მაინც საბოლოოდ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - განაცხადა კალაძემ „იმედის“ ეთერში.

ინფორმაციისთვის, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და გაყალბებაზე საუბრობენ. ისინი საპარლამენტო მანდატზე უარს აცხადებენ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔶 ელისაშვილი: მშიერი ზამთარი გველის, პასუხისმგებლობა ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ

🔶 გრიგოლ ვაშაძე: „ქართული ოცნებისგან“ კომპრომისულ წინადადებას ველოდები

🔶 კალაძე: ცხოვრებაში ოპტიმისტი ვარ, პოლიტიკაშიც