პოლიტიკა

კალაძე: მოქალაქეები თბილისის სერვისცენტრებში დროულ და ხარისხიან მომსახურებას მიიღებენ

თბილისის მერი, 2020
12:21 03.06
დაკოპირებულია

"მოქალაქეები თბილისის სერვისცენტრებში დროულ და ხარისხიან მომსახურებას მიიღებენ", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მოქალაქეთა მომსახურების 11-ვე სერვისცენტრმა, რომელიც მსოფლიო პანდემიის პირობებში დაიხურა, პირველი ივნისიდან მუშაობა განაახლა. 

"მსოფლიო პანდემიის გამო, ჩვენ მთელი რიგი ღონისძიებების გატარება მოგვიწია. თანამშრომლები, რომლებიც რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, დღემდე მუშაობის დისტანციურ რეჟიმში არიან. ასევე, მოგვიწია სერვისცენტრების დახურვა, როგორც მერიაში, ისე 10-ვე რაიონულ გამგეობაში, რის გამოც, სერვისებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილებები, დროულად მოხდეს წერილების ჩაბარება, რომ მოქალაქეებს რიგში დგომა არ მოუწიოთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

მერის თქმით, მომსახურების მიღების დროს სავალდებულოა პირბადეების გამოყენება და გარკვეული დისტანციის დაცვა, რათა მოქალაქეთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა მაქსიმალურად იყოს დაცული.

"აუცილებლად გასათვალისწინებელია სოციალური დისტანცია და პირბადეების მოხმარება. საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა დაიწყო მუშაობა და ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. აქაც მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ყველა ის მოთხოვნა, რომელიც შესაბამისი უწყებების მხრიდან დაწესდა.  ბრძოლა კოვიდ 19-ის წინააღმდეგ არ დასრულებულა, ის ჯერ კიდევ ჩვენთანაა",- აღნიშნა კახა კალაძემ.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
ზუგდიდში საფუძველი ჩაეყარა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროფესიული სასწავ...
11 წუთის წინ
სომხური მხარის ინფორმაციით, ბოლო დღეებში მათ 51 სამხედრო მოსამსახურე დაეღუპათ. შესაბამისად, 27 სექტე...
15 წუთის წინ
ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში საქართველოს გენერალ...
20 წუთის წინ
„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 1 709 ახალი დადასტურებული...
20 წუთის წინ
ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი

ტიკარაძე: საარჩევნო უბნებზე ყველა ნორმა დაცულ...

„საარჩევნო უბნებზე ყველა ნორმა დაცულია, შეგვიძლია, თამამად მივიდეთ და არჩევანი გავაკეთოთ“, - ამის შე...
28 წუთის წინ
10:44
საქართველოში კორონავირუსის 1709 ახალი შე...
დღეს, 29 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1709 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ი...
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის უწ...
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აქტიურად განაგრძობს მუშაობას...
პრემიერი: განვიხილავთ გაზიფიცირების შემდ...
„დღეს, ჩვენ, მთავრობაზე განვიხილავთ გაზიფიცირების პროგრამის შემდგომ გაგრძელებას“...