მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე: უპასუხისმგებლობა იყო

თბილისის მერი 2020

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ბათუმში გამართულ აქციას გამოეხმაურა.

კალაძის შეფასებით, გუშინდელი ფაქტი ოპოზიციური პარტიის მხრიდან უპასუხისმგებლობა იყო.

„გუშინდელი ფაქტი იყო ძალიან დიდი უპასყხისმგებლობა.მინდა გავიხსენო ვირუსის გავრცელების პირველი ტალღა. მთელი მსოფლიო იცით, რომ ებრძვის ამ ვირუსს და მაშინ დავინახეთ, რომ ერთ მხარეს იყოს მთავრობა, საზოგადოება,ეპიდემიოლოგები, ექიმები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში იბრძოდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ვირუსის შეკავება, ადამიანების გამოჯანმრთელება მომხდარიყო და მეორე მხარეს იყვნენ ჩვენი ოპონენტები.

მეორე ტალღას რაც შეეხება, აქაც იგივე მდგომარეობა გვაქვს. საზოგადოება, ხელისუფლება, ეპიდემიოლოგები, დარგის სპეციალისტები არიან ერთ მხარეს და ვირუსის მხარეს არიან ჩვენი ოპონენტები, რაც ძალიან ცუდია. ზოგადად, ასეთი ვითარების დროს ყველა და ყველაფერი, არ აქვს მნიშვნელობა - ოპოზიცია, ხელისუფლება, ყველა ერთიანდება ასეთი მდგომარეობის დროს.

სამწუხაროდ, ჩვენთან არ ხდება და კიდევ ერთი დამადასტურებელი უპასუხისმგებლობის, ეს იყო გუშინდელი შეხვედრა. რაც შეეხება, საარჩევნო კამპანიას, თქვენ ყველა ჩვენს შეხვედრაზე იმყოფებით, გაქვთ ამის შესაძლებლობა და ხედავთ, როგორ ატარებს პასუხისმგებლიანი პილიტიკური პარტია საარჩევნო კამპანიას. არის შეხვედრები, ადამიანები არიან, პირბადეებით დაცულია სოციალური დისტანცია და ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს ამის შესაძლებლობა”,- აღნიშნა კალაძემ ჩხოროწყუში.

მმართველი გუნდი დღეს სამეგრელოს მუნიციპალიტეტების ნაწილში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს.