მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კალაძე: „ფეიქ ნიუსთან“ ბრძოლაში მსოფლიოს არ უნდა ჩამოვუვარდეთ

კალაძე თბილისის მერიაში

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ფეიქ ნიუსებს“ მსოფლიო ებრძვის. მოვლენებს არც საქართველო უნდა ჩამორჩეს.

მისი თქმით, სიცრუის წინააღმდეგ კამპანია კი, ბოლო დროს თბილისის მერიის წინააღმდეგ გახშირებულ შეტევებს, ცრუ ინფორმაციებს, ბრალდებებს უკავშირდება.

„ფეიქ ნიუსის“ წინააღმდეგ ომი აქვთ გამოცხადებული, მოვლენებს არ უნდა ჩამოვუვარდეთ. ბოლო დროს მერიის საქმიანობის, პირადად ჩემთან მიმართებაში გახშირებული შეტევებია, ცრუ ინფორმაციები, ბრალდებები. რაც არ უნდა სისულელე იყოს, რა თქმა უნდა ამაზე დრო იხარჯება, მაგრამ შევკრიბავთ ამ ინფორმაციებს და საზოგადოებას მივაწვდით, არა ლანძღვით და შეურაცხყოფით, არამედ ფაქტებზე დაფუძნებით და დოკუმენტებით. კონკრეტულ საკითხთან მიმართბაში ადამიანი თუ სწორად და რაციონალურად ფიქრობს, ფეიქ ნიუსმა მათი აზრის ცვლილება არ უნდა მოახდინოს.

კონკრეტული თემები დავაგროვეთ. დღეს 22:00 საათზე ვაჩვენებთ საზოგადოებას, როგორ კეთდება ფეიქ ნიუსი და როგორია საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა", - განაცხადა კახა კალაძემ „იმედის“ ეთერში.