მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კალაძე შაქარაშვილის საქმეზე: თუ ვინმეს რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, კანონის წინაშე აგებს პასუხს

თბილისის მერი, 2020

თბილისის მერი კახა კალაძე ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას გამოეხმაურა.

კალაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, გამოძიებას ნორმალურ პირობებში ჩატარების შესაძლებლობა მიეცეს.

„თუ ვინმეს რაიმე კონკრეტული დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველა აუცილებლად კანონის წინაშე აგებს პასუხს“, - აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, დღეს, 11 აგვისტოს გენერალურმა პროკურატურამ ფეხბურთელის საქმეზე დაკავებულ 5 პირს ბრალი დაუმძიმა. 21 ივნისს, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა არაგვში იპოვეს.

ექსპერტიზის დასკვნით, მისი გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა, რომელიც წყალში დახრჩობით განვითარდა. შაქარაშვილის ოჯახი მიიჩნევს, რომ საქმე გახსნილია.