„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.
კაპანაძის თქმით, ოპოზიციური პარტიები აწვდიან საერთაშორისო პარტნიორებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რატომ არ ხდება ინსტიტუტების გამოყენება ისე, როგორც მათ სურთ.
კაპანაძის თქმით, ოპოზიციამ გამოიყენა ეს ინსტიტუტები, თუმცა ინსტიტუტების მხრიდან რეაქცია იყო სრული უგულებელყოფა და არცერთი მოთხოვნის დაკმაყოფილება.
„ჩვენ ვიცნობთ ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებას, ვიცნობთ სხვა პარტნიორების შეშფოთებასაც იმასთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში ხდება.
გვესმის მათი წუხილი იმ კრიზისის გამო, რაც ქვეყანაშია შექმნილი და მთელი ეს პერიოდი მათ ვაწვდით ყველა ინფორმაციას, რატომ არ ხდება ინსტიტუტების ისე გამოყენება, როგორც მათ უნდათ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ ამ ინსტიტუტებს ვიყენებთ, მაგრამ რეაქცია ინსტიტუტების მხრიდან არის სრული უგულებელყოფა.
არცერთი საჩივარი არ იქნა დაკმაყოფილებული, არცერთი მოთხოვნა პრაქტიკულად გადათვლასა და გაუქმებასთან დაკავშირებით არ იქნა დაკმაყოფილებული, აქედან გამომდინარე, ამ რეალობაში, როდესაც სრულიად ცალსახაა, რომ პარლამენტი არ არის ლეგიტიმური, ოპოზიციის მხრიდან, მათი კონკრეტული მეგობრული მოსაზრების გათვალისწინება არ მოხდება, ანუ ჩვენ არ ვაპირებთ, რომ პარლამენტში შევიდეთ. პატივს ვცემთ მათ მოსაზრებებს, მაგრამ ასევე გვესმის, რომ ამ ქვეყნის მომავლის წინაშე პასუხისმგებლობა არის ჩვენზე,“ - განაცხადა კაპანაძემ.
👉ინფორმაციისთვის, 21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა.
👉„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 17-ვე მაჟორიტარულ ოლქში მმართველი გუნდის კანდიდატები ლიდერობენ. ამასთან, კობახიძის თქმით, მომავალ პარლამენტში მმართველ გუნდს 90 დეპუტატი ეყოლება.
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა აქციაზე ბავშვი დააკავეს. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას უფლება აქვს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთოს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს.
„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ საკუთარ თავზე იღებს სერიოზულ, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. მისი თქმით თუ მმართველი პარტია კომპრომისზე არ წავა, ცხელი გაზაფხულია მოსალოდნელი. მამუკა ხაზარაძის განცხადებას პარტია „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა სააკაშვილის კომენტარს და აცხადებს, რომ ყველაფრის მოძიება, დოკუმენტირება და ევროსასამართლოში წარდგენა მოხდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ.
აშშ-ის ისტორიაში პირველად, ქვეყნის თავდაცვის უწყებას აფროამერიკელი უხელმძღვანელებს. სენატმა პენტაგონის ხელმძღვანელად არმიის გადამდგარი გენერალი ლოიდ ოსთინი დაამტკიცა.
პოლონელი ევროპარლამენტარი, „ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების” ჯგუფის წევრი რიშარდ ჩარნეცკი საავტორო სტატიას აქვეყნებს სათაურით „ორი ჯორჯიის ამბავი“.