მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად „მთავარი არხის“ ჟურნალისტი აცხადებს, რომ მესტიის მერმა მას შეურაცხყოფა მიაყენა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და ქვეყნის დასატოვებლად თანხა შესთავაზა.
კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, ჟურნალისტი ყოველგვარი ნებართვის გარეშე შევიდა მისი დის სახლში და მის დას სიტყვირი შეურაცხყოფა მიაყენა.
„მსურს გამოვეხმაურო დესტრუქციული მთავარი არხის და მისი ანგაჟირებული ჟურნალისტის ემა გოგოხიას ზღვარგადასულ ქმედებებს, რომელმაც სისტემატიური ხასიათი მიიღო და გასცდა ყოველგვარ საზღვრებს.
ემა გოგოხია ყოველგვარი ნებართვის გარეშე, სამზარეულოში შეუვარდა ჩემს დას, ექვსი შვილის დედას და ბავშვების თვალწინ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეს ადამიანი, მისი ხელმძღვანელი ყოფილი პროკურორის დავალებით, მსგავს პროვოკაციულ ქმედებებს მიმართავს.
ჩემმა ოჯახმა, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, გამოიარა ყველანაირი განსაცდელი და უბედურება. პოლიტიკური შეხედულებების გამო დაიჭირეს ჩემი ძმა, დავით ჟორჟოლიანი, რომელმაც უდანაშაულოდ „ნაციონალური მოძრაობის“ საპატიმროში თითქმის ორი წელი გაატარა. 2012 წელს, არჩევნების წინ დამიჭირეს მეც და რომ არა არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება, მჯერა სისრულეში მოიყვანდენ ჩემი ფიზიკური განადგურების შესახებ საკმაოდ სერიოზულ მუქარებს.
მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის ხელისუფლების სათავეში, მე და ჩემი ოჯახის წევრებს წლების განმავლობაში კვლავ გვიწევს მათი ბინძური ცილისწამებისა და პროვოკაციული ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლა. რასაც ეს ადამიანები ადრე პოლიციისა და ძალოვანი უწყებების მეშვეობით აკეთებდნენ, ამჟამად იგივეს ჟურნალისტური ეთიკისგან დაცლილი არხების მეშვეობით ახერხებენ.
ვწუხვარ, რომ ემა გოგოხიამ მრავალწლიანი მცდელობების შემდეგ მაინც შეძლო ჩემი წყობრიდან გამოყვანა. ვფიქრობდი ნანახი და გამოცდილი მქონდა მთავარი არხის ყველა ბინძური და უღირსი მეთოდი, მაგრამ როდესაც ტელეფონზე მითხრეს, თუ რა მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა ჩემი და ემა გოგოხიას თავდასხმის შემდეგ, ვერ შევძელი თავის გაკონტროლება.
აქვე განვმარტავ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისგან განსხვავებით ჩემი ხელწერა არასდროს ყოფილა ძალადობა და მუქარა, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში ვცდილობ ადამიანებს ჰუმანურობისკენ მოვუწოდო, ხოლო მუქარა და ამ მუქარის ასრულების სიმძიმე, როგორც გითხარით, საკუთარ თავზე მრავალჯერ გამოვცადე. ნამდვილად არ ვუსურვებ არცერთ ჟურნალისტს და არც ემა გოგოხიას, ნახოს და საკუთარ თავზე გამოსცადოს ის, რაც მე და ჩემმა ოჯახმა გამოვიარეთ. რაც შეეხება თანხის შეთავაზებას, არის ძალიან დიდი სისულელე და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა“, - აცხადებს კაპიტონ ჟორჟოლიანი.
„თავის დროზე, ზელენსკიმ თამამად განაცხადა, რომ რუსეთისგან ეს პროვოკაცია კუნთების თამაში იყო და როგორც ჩანს, რუსეთი ამჯერად ამით შემოიფარგლა. ეს, რა თქმა უნდა, დასასრული არ არის, რადგან შესაძლოა, კიდევ გაგრძელდეს სხვადასხვა ეტაპზე, სანამ რუსეთი თავისას არ მიაღწევს და უკრაინას არ აიძულებს, ხელი მოაწეროს დონბასთან ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც მას აწყობს“, - ასე აფასებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების დიდი მასშტაბით განლაგების საკითხს.
საქართველო მიესალმება უკრაინის საზღვარზე დეესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
ლესბოსელ წყვილზე ძალადობაში ბრალდებული სასამართლომ 3 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი, ნინო ბოლქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმუნიზაციის კაბინეტები დაათვალიერა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, კოვიდვაქცინაციის პროცესი უფრო აქტიური უნდა გახდეს, რადგან ამ ტემპით ვაქცინაცია საკმარისი არ არის.
„პროკურატურის მხრიდან იყო სრული შესაძლებლობა ნიკა მელიასთვის მიცემული, რომ მას ეს გირაო გადაეხადა და გამობრძანებულიყო ციხიდან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში განაცხადა.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა უკრაინელ კოლეგასთან დმიტრო კულებასთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ბოცვაძე, ქვეყანაში არსებული ჰესების ეფექტურობის შენარჩუნებაზე და გაზრდაზე საუბრობს.
ჯანმომ „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების განხილვის თარიღი დაასახელა - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.