„სწორი იქნება, რომ ქარაქუცა წევრები თავის გარშემო მოიკითხოს. ჩვენ მაგ ეპითეტს არ ვიღებთ. ქარაქუცობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ არაფერი გამოგდის. „ქართული ოცნება“ არის სწორედ ის გუნდი, რომელსაც არცერთი საქმე არ გამოუვიდა 9 წლის განმავლობაში. ვერანაირი საამაყო რამ ვერ შექმნეს და ეს ეპითეტი მათ უფრო მოუხდებათ“, - ასე პასუხობს პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც თავის ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში სიტყვა „ქარაქუცა“ ოპოზიციური ძალის მიმართ გამოიყენა.
მამუკა ხაზარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლით „ქართული ოცნების“ საბოლოო მარცხში მონაწილეობას აარიდა თავი.
„მე ვფიქრობ, რომ არ უნდა შევიქმნათ ის ილუზია, რომ ის წავიდა პოლიტიკიდან. მან უბრალოდ გაასწრო დამარცხებულ გემს, რადგან არ უნდა ასოცირებული იყოს „ქართული ოცნების“ საბოლოო მარცხთან“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
👉 ინფორმაციისთვის, 11 იანვარს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი დატოვა და პოლიტიკიდან მიდის.
👉 „ქართული ოცნების“ ახალი თავმჯდომარის კანდიდატად მან ირაკლი კობახიძე დაასახელა.
აგრეთვე წაიკითხეთ:
„ივანიშვილი რომ მართლა წავიდეს, „ქართულ ოცნებაში“ კატასტროფა მოხდება“ - იაგო ხვიჩია
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში, საქართველოს ხელისუფლებისთვის, არჩევნებთან დაკავშირებულ 8 რეკომენდაციას ავრცელებს.
„უკანონო ჩანაწერების მოპოვება, პირად ცხოვრებაში შეჭრა, მათი დამონტაჟება, ფაბრიკაცია ისე, როგორც სააკაშვილს აწყობდა, ეს იყო თავად სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების სტილი და ხელწერა“, - ასე გამოეხმაურა გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი.
ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ვირტუალურ ფორმატში შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, სუბირ ლალს (Subir Lall) რომელიც „დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის“ დასრულებამდე ფონდის მისიის ხელმძღვანელის მოვალეობას შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 737 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 307 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 430 PCR ტესტით.
„დღეს გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა 31 ოქტომბრის არჩევნებზე. დასკვნა, კიდევ ერთხელ, ადასტურებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ყველა ფუნდამენტური უფლების დაცვით ჩატარდა. ამასთან, წარმოდგენილია საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის რეკომენდაციები“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი აცხადებს.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.
„უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯერჯერობით, მას არ აქვს ჯანმო-ს აღიარება, მაგრამ რამდენიმე თვეში ექნება. ამიტომ, საქართველომ თადარიგი უნდა დაიჭიროს“, – ჩინური ვაქცინის თაობაზე აღნიშნული ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
კრწანისის რაიონში მდებარე ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დააზიანეს.
PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.