მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კარლ ჰარცელი: აუცილებელია საქართველო მივიდეს სრულფასოვანი პარლამენტის ჩამოყალიბებამდე

ჰარცელი შეხვედრაზე

„აბსოლუტურად აუცილებელი და არსებითია, რომ საბოლოოდ, ჩვენ მივიდეთ იმ მდგომარეობამდე, როდესაც საქართველო შეძლებს ჰყავდეს სრულფასოვანი პარლამენტი, რომელიც მზად იქნება გაუმკლავდეს იმ პასუხისმგებლობებს, რომელსაც საქართველოს თითოეული მოქალაქე ელოდება“, -  ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის შეხვედრები იმართება და მცდელობა იქამდე უნდა გაგრძელდეს, სანამ კონკრეტული შეთანხმება არ შედგება.

„მე ყოველთვის ვხედავ გამოსავალს. გასულ პარასკევს ჩვენ გვქონდა შეხვედრები ოპოზიციის წარმომადგენლებთან, რომელიც ვფიქრობ, სასარგებლო და ნაყოფიერი იყო იმ თვალსაზრისით, თუ სად შეიძლება ვიპოვოთ წინსვლის გზა საქართველოს სასარგებლოდ, პარლამენტის სასარგებლოდ, რომელიც იქნება მზად იმ მნიშვნელოვანი გამოწვევებისთვის, რომელთა წინაშეც ქვეყანა დგას მოკლევადიან პერსპექტივაში და ამავდროულად, გააუმჯობესებს წინსვლას ევროპულ გზაზე, საქართველო ევროკავშირის ურთიერთობების განმტკიცებისთვის, ეს არის ის, რისთვისაც მე ვიბრძვი. ეს მცდელობები გაგრძელდება და იმედი მაქვს, რომ მივალთ მომენტამდე, როდესაც ამ დისკუსიებში წინსვლას მივაღწევთ“, – აღნიშნა დიპლომატმა.

როგორც მან განმარტა, არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ყველა მხარემ უნდა აიღოს.

👉 ინფორმაციისთვის, მთელი ოპოზიციური სპექტრი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ ცნობს და აცხადებს, რომ ის გაყალბებულია.

👉 ყველა პარტიამ, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

👉21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ცესკოს წინასწარი მონაცემების თანახმად, 17-ვე მაჟორიტარულ ოლქში პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა და ის პარლამენტში 90 მანდატით იქნება წარმოდგენილი.


აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 კალაძე: კონკრეტული პარტიები სააკაშვილს მძევლად მოექცნენ

👉 ელისაშვილი: მშიერი ზამთარი გველის, პასუხისმგებლობა ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ