მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კარლ ჰარცელი: სიტუაცია ფეთქებადსაშიშია და ყველა პარტიას წინდახედულობა მართებს

ევროკავშირის ელჩი საქართველოში

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება სახიფათოა და ყველა პარტიას მოქმედებისას წინდახედულობა მართებს. 

მისი თქმით, ნიკა მელიას საქმის გამო შესაძლოა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების გაგრძელებას საფრთხე შეექმნას.

„ვიდრე სასამართლოს გადაწყვეტილება არ გახდება ცნობილი, საქმის შინაარსზე კომენტარს არ გავაკეთებ. სხვადასხვა მოვლენების მიმდინარეობის ფონზე იზრდება პოლიტიკური ტემპერატურა. სიტუაცია არის ფეთქებადსაშიში და ყველა პარტიას მართებს სიფრთხილე მოქმედებისას. საქართველოსთვის მთავარია მუდმივად ააშენონ ინსტიტუციები და ამაზე მუშაობა გაგრძელდეს. იმედი გვაქვს სასამართლო რეფორმა განხორციელდება. პარტიების მხრიდან საჭიროა ისეთი ქმედებები, რაც ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება.

ნიკა მელიას საკითხის გამო ვშიშობ, რომ დიალოგის მაგიდასთან დაბრუნებისა და შეთანხმების გზების მოძიება გართულდება, თუმცა იმედი მაქვს ჩემი მოლოდინი არ გამართლდება“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

ეგახსენებთ, რომ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და პატიმრობის გამოყენების თაობაზე პროკურატურამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა.

საკითხს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 16:00 საათზე განიხილავს.

ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, თუ ნიკა მელიას დაიჭერენ, ამას საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„მართალია თოვლი მოვიდა და გაზაფხული ჯერ არ დგება, მაგრამ მღელვარების ორგანიზების მცდელობები ჩანს“ - შალვა პაპუაშვილი

„დაპატიმრებულ ნიკა მელიას ვერ იხილავთ“ - უგულავა

„გავრილოვი თუ აწუხებდა, თავიდანვე არც 30 000-ს გადაიხდიდა და არც სამაჯურს გაიკეთებდა“ - მამუკა მდინარაძე ნიკა მელიაზე