მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართულ ოცნებას“ ილუზია თუ აქვს, რომ ბატონი მიშელი ხვალ წავა და აღარ დაინტერესდება რა ხდება ქვეყანაში, ეს ასე არ არის“ - სამადაშვილი

სალომე სამადაშვილი პარლამენტში

„თუ „ქართულ ოცნებას“ აქვს ილუზია, რომ ბატონი მიშელი დღეს ჩამოვიდა, ხვალ წავა და აღარ დაინტერესდება რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და როგორ გამოდის ქვეყანა კრიზისიდან, ეს ასე არ იქნება“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ოპოზიციურ პარტიებსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

სამადაშვილის თქმით, ევროკავშირი ჩართული იქნება ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად და განახორციელებს ყველა შესაძლო გზით ზეწოლას იმისთვის, რომ კრიზისი დაიძლიოს.

სამადაშვილი ამბობს, რომ ევროპელი პარტნიორები და მეგობრები ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით შეშფოთებული არიან.

„ჩვენი ევროპელი პარტნიორების და მეგობრების შეშფოთება ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით არის უკიდურესად მაღალი. ყველას ესმის, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი არის აუცილებლად მოსაძებნი, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ის პროცესები, რაც ქვეყანაში შეიძლება განვითარდეს აწყობს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს.

ამიტომ ევროკავშირს პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში ჩვენს ქვეყანაში აქვს გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ინტერესი, სწორედ ამიტომ ჩვენ გვქონდა ძალიან საფუძვლიანი იმაზე როგორ შეიძლება ევროკავშირის ფუნქცია გაძლიერდეს ამ კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად, ასევე იმ მთავარ პრობლემებზე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ კრიზისიდან გამოსავლის თვალსაზრისით.

ეს რა თქმა უნდა არის პოლიტიკური პატიმრების თემა, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ნიკა მელია და გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდნენ იმისთვის, რომ ჩვენ დავიწყოთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოძებნა და მეორე ქვეყანას სჭირდება განახლებული, დემოკრატიული პროცესი. ეს პროცესი შეიძლება იყოს ახალი საპარლამენტო არჩევნები.

თუ „ქართულ ოცნებას“ აქვს ილუზია, რომ ბატონი მიშელი დღეს ჩამოვიდა, ხვალ წავა და აღარ დაინტერესდება რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და როგორ გამოდის ქვეყანა კრიზისიდან, ეს ასე არ იქნება. ევროკავშირი უკიდურესად იქნება ჩართული ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად და განახორციელებს ყველა შესაძლო გზით ზეწოლას იმისთვის, რომ კრიზისი დაიძლიოს, მათ შორის რა თქმა უნდა ხელისუფლებაზეც“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს მალე ჰქონდეს ვაქცინის დოზებზე წვდომა“ - შარლ მიშელი

✔️ „ევროსაბჭოს პრეზიდენტის ჩამოსვლა ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი არსად წასულა“ - სალომე ზურაბიშვილი