მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართულ ოცნებაში“ პარტიის სამდივნოს შემადგენლობა დაასახელეს

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მამუკა მდინარაძე - Pia.ge

დღეს,  23  იანვარს „ქართული ოცნების“ პოლიტ საბჭოს სხდომა გაიმართა. პარტიის მმართველი ორგანო  მიმდინარე მოვლენებზე დახურულ კარს მიღმა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მსჯელობდა.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ეს პირველი სხდომაა, რომელიც განახლებული და გაფართოებული შემადგენლობით გაიმართა.

შეხვედრას ახალი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა.

სხდომის დასრულების შემდეგ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა:

„პარტიის რიგგარეშე ყრილობის შემდეგ დღეს გაიმართა საბჭოს სხდომა რომელმაც აირჩია პარტიის სამდივნო. აგრეთვე გაცნობებთ, რომ ჩვენ საუბარი გვქონდა პარტიის საორგანიზაციო საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე.

სამდივნოს შემადგენლობა ასეთია:

გენერალური მდივანი - კახა კალაძე;

პოლიტიკური მდივანი - ირაკლი ღარიბაშვილი;

საერთაშორისო მდივანი - კახა კუჭავა;

რეგიონალური მდივანი - დიმიტრი სამხარაძე;

აღმასრულებელი მდივანი ვიქნები მე - მამუკა მდინარაძე. ესაა პოლიტ საბჭოს გადაწყვეტილება “- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.