მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართული ოცნება“ დღეს საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციას გამართავს

ქართული ოცნების ოფისი

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციას დღეს გამართავს.

როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პრეზენტაციაზე მმართველი გუნდი მომავალ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც დაასახელებს.

მათივე ინფორმაციით, წარდგენა მთაწმინდის პარკში, ფუნიკულიორის მიმდებარე ტერიტორიაზე 20:00 საათზე გაიმართება.

ინფორმაციისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.