მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართული ოცნება“ იმსახურებს ირაკლი კობახიძეს და ირაკლი კობახიძე იმსახურებს „ქართულ ოცნებას“ - ხატია დეკანოიძე

ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

„ქართული ოცნება“ იმსახურებს ირაკლი კობახიძეს და ირაკლი კობახიძე იმსახურებს „ქართულ ოცნებას“,- ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობის კანდიდატად ირაკლი კობახიძის დასახელებას. 

მისი თქმით, გუნდის ხელმძღვანელად ირაკლი კობახიძის დატოვება გასაკვირი არ არის.

„ჩემი წარმოდგენით, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. ირაკლი კობახიძე არის ძალიან დისკრედიტირებული პოლიტიკოსი, გავრილოვის ღამის მთავარი შემოქმედი. იგი ყველაზე კარგად ემსახურება ბიძინა ივანიშვილს და ესაუბრებოდა მხოლოდ მას და არავის სხვას“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ოპოზიციური პარტიების პოზიციით, ირაკლი კობახიძის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევით რეალურად არაფერი შეიცვლება და ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების მთავარი მმართველი კვლავ ბიძინა ივანიშვილი იქნება.

👉 ინფორმაციისთვის, 11 იანვარს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი დატოვა და პოლიტიკიდან მიდის.

👉 „ქართული ოცნების“ ახალი თავმჯდომარის კანდიდატად მან ირაკლი კობახიძე დაასახელა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„როგორ წარმოგიდგენიათ კალაძე დარჩება კობახიძის პარტიის გენერალურ მდივნად?“ - ბესელია

ეკა ბესელია: მის ამბიციებს რომ ხედავს, ამიტომ ივანიშვილი ცდილობს კალაძე უფრო დიდ სადავეებთან არ მიუშვას

ანა დოლიძე: გახარია არის მარტო მოთამაშე, მას გუნდის წევრები არ ჰყავს