საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე ვეფხვია გულედანი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარტია დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა, განცხადებით ეხმაურება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბიძინა ივანიშვილის როლი დიდია სახელმწიფო უწყებების სრულყოფილ ფუნქციონირებაში:
„გვსურს გამოვეხმაუროთ ბიძინა ივანიშვილის გადაწყეტილებას და გარკვეულწილად შევაფასოთ აღნიშნული საკითხი. უპირველესად მიგვაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში საკმაოდ დიდია. პრაქტიკულად მან გარდატეხა მოახდინა ძალადობრივი რეჟიმის რეალური სახალხო დემოკრატიული პროცესის წარმართვით, ასევე, მან განამტკიცა ევროპული ინსტიტუტებისადმი სწრაფვა და გააძლიერა ნატოსთან თანამშრომლობა, ნატო საქართველოს ურთიერთობები ისტორიის მანძილზე ყველაზე მაღალ დონეზეა. აგრეთვე დიდია მისი როლი სახელმწიფო უწყებების სრულყოფილ ფუნქციონირებაში, რომელთა საჭიროების შესაბამისად, საქველმოქმედო ფონდ ქართუს მეშვეობით შეიძინა და საკუთრებაში გადასცა სპეც ტექნიკა აღჭურვილობა და ა.შ.
თუმცა უმთავრესია საერთაშორისო და რეგიონულ პოლიტიკაში სტაბილური, მშვიდობიანი პოლიტიკის გატარება. ასევე, ქვეყანაში დემოკრატიის ინდექსის გაუმჯობესება, ბიზნესის თავისუფლების ხელშეუხებლობის და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი ფუნდამენტური ღირებულების მქონე საკითხების წინ წამოწევა, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების ჩათვლით. ხოლო რაც შეეხება პარტიის დატოვებას, მიგვაჩნია, რომ ეს შიდა პარტიული საკითხია და ბიძინა ივანიშვილის წასვლით პარტია არ ჩამოიშლება. პირიქით, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ახლგაზრდებით დაკომპლექტებული მოტივირებული და საკმაოდ ავტორიტეტული, მოსახლეობის უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი გუნდი მაგ: პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დედაქალაქის მერი კახი კალაძე და სხვა. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გუნდი უფრო მოტივირებულად წარსდგება იმ გამოწვევების წინაშე, რომელიც ქვეყანაში არსებობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, თუ როდის მოხდება იმ ადამიანების ვაქცინაცია, რომლებმაც კორონავირუსი უკვე გადაიტანეს.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვის ცენტრში გამართულ არასანქცირებულ აქციებში არცთუ ისე ბევრი ადამიანი იღებდა მონაწილეობას.
ტრაილერის ქართველი მძღოლები დახმარებას ითხოვენ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა სეფაშვილი, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომელიც სამხედროებისათვის კვებითი პირობების უზრუნველყოფას
პატრიარქის თანამოსაყდრემ მეუფე შიომ საკვირაო ქადაგებაზე სინანულის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის მუდმივი მობრუნება ღმერთისკენ.
„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მთავრობის ადმინისტრაციის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადამიანების არასაკმარისი რაოდენობაა იმისთვის, რომ ხელისუფლებამ უკან დაიხიოს და კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები მოხსნას.
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 20 000 დოზის მიღებას თებერვალში ელის.
რუსეთის დედაქალაქში, მოსკოვის ცენტრში გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ბავშვები ოჯახებს დაუბრუნეს. ინფორმაციას გამოცემა ria ავრცელებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ბათუმში, 23 იანვარს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.