მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართული ოცნების“ ლიდერები კარდენახს ეწვივნენ

ქართული ოცნების ლიდერები კარდენახში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი სასტუმრო „ამპელოში” იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა კომპლექსი დაათვალიერეს და მუშაობის პროცესით დაინტერესდნენ. სასტუმროს მფლობელმა გურამ მახოშვილმა აღნიშნა, რომ სასტუმროს მშენებლობის მთავარი მაპროვოცირებელი სახელმწიფო პროგრამა “შეღავათიანი აგროკრედიტი “ იყო.

სასტუმროს მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და საერთო ბიუჯეტი 6 მილიონ ლარს შეადგენს, რომლიდანაც სახელმწიფოს ხელშეწყობით 1 მილიონი ლარი აგროკრედიტია, 5 მილიონი კი კომპანიის ინვესტიცია. კომპლექსი ღვინის საწარმოს (მარანს), რესტორანს და სასტუმროს 20 ნომერს მოიცავს. კომპანიას მევენახეობის კუთხით 10 ადამიანი სტაბილურად ჰყავს დასაქმებული, სეზონურად - 40-მდე ადამიანი სხვადასხვა ოპერაციაზე. ამჟამად, სასტუმროში 36 ადამიანია დასაქმებული.