პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ლიდერები საგარეჯოში, სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილ ჩირის საწარმოში იმყოფებოდნენ

„ოცნების“ ლიდერებმა საწარმო დაათვალიერეს
16:57 14.08
დაკოპირებულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე და გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში , „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი ჩირის საწარმო „ჯეო ორგანიკში“ იმყოფებოდნენ.

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლები საწარმოს მუშაობის პროცესით დაინტერესდნენ. „ჯეო ორგანიკის“ მფლობელმა ალექსანდრე ნიკოლაიშვილმა „ქართული ოცნების“ ლიდერებს განხორციელებული ინვესტიციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების მხარდაჭერით შექმნილი საწარმო წელიწადში 600 ტონა ხილს ამუშავებს.

მეწარმის ინფორმაციით, „ჯეო ორგანიკი“ მომავალი წლისთვის 1000 ტონამდე ხილის გადამუშავებას შეძლებს, ხოლო უკვე გადამუშავებულია 10 ტონა ატამი და 10 ტონა ნესვი.

საწარმოს სრული ინვესტიცია 5 მლნ ლარია, საიდანაც საკუთარი წილი 3,1 მლნ ლარს, სახელმწიფო გრანტი 345 000 ლარს, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტი - 1 500 000 ლარს შეადგენს. ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის გარდა, იგეგმება პროდუქციის ექსპორტი ჩეხეთში, შვედეთსა და უკრაინაში. „ჯეო ორგანიკში“ 50 ადგილობრივია დასაქმებული.

სწავლა და კორონა

პირველი ოქტომბრიდან სკოლებში სწავლა ნაწი...

პირველი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში პირველიდან მეექსვე...
„საქართველოს ეროვნული ლატარია“ ერთი თვის მოგების სტატისტიკას აქვეყნებს. ერთი თვის განმავლობაში 24 ა...
19 წუთის წინ
„ვაქცინაცია არის ხსნა და გარკვეული პრევენცია იმისა, რომ კოვიდ 19-ის ეპიდემია კიდევ უფრო მძლავრად არ...
24 წუთის წინ
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელს გოგი წულაიას ოპერაცია ჩაუტარდა. ახალი...
29 წუთის წინ
საქართველოს აზერბაიჯანის ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი პირველი ოფიციალური...
34 წუთის წინ
NCDC-ის დირექტორი თბილისში, იუსტიციის სახლთან კორონავირუსზე ტეს...
თბილისში, იუსტიციის სახლთან კორონავირუსზე ტესტირება დღეს, 20:00 საათზე დასრულდება. ამის შესახებ დაავ...
40 წუთის წინ
59 წუთის წინ
საქართველოში ინდოეთიდან ჩამოსულ 5 სტუდენ...
საქართველოში ინდოეთიდან ჩამოსულ 5 სტუდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახე...
14:15
ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 26-ე...
კორონავირუსით გარდაცვლილი 26-ე პაციენტი 70 წლის კაცია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკ...
სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის რეგი...
სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად ჯანდაცვის სამი...