მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები თანამდებობებს ტოვებენ

კანდიდატები 2020-ის არჩევნებში

პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები დაკავებულ პოლიტიკურ თანამდებობებს დღეიდან ტოვებენ.

თიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის პოსტი უკვე დატოვა შალვა კერესელიძემ. იგი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში თიანეთის, ყაზბეგის, მცხეთისა და დუშეთის მაჟორიტარად იყრის კენჭს.

შალვა კერესელიძე თიანეთის გუბერნატორად 2018 წლის აგვისტოში დაინიშნა.

ასევე სახელმწიფო რწმუნებულის პოსტი შიდა ქართლში ოფიციალურად დატოვა გიორგი ხოჯევანიშვილმა. იგი კასპში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.

თანამდებობები დატოვეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაალ მიქელაძემ და ატოშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ალექსანდრე მოწერელიამაც.

„ქართულმა ოცენბამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 20 ივლისს წარადგინა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. ცესკო-ს ცნობით, რეგისტრაციის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადება 68 პარტიას აქვს წარდგენილი.