მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართული ოცნების“ შეცდომებიო, საინტერესოა რა შეცდომებზე აქვთ საუბარი, აუცილებლად უნდა დააკონკრეტონ - ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ქართული ოცნებიდან“ 6 დეპუტატის წასვლას ეხმაურება და ამბობს, რომ მათ აუცილებლად უნდა დააკონკრეტონ, თუ რომელ შეცდომებს გულისხმობენ უმრავლესობის დატოვების მიზეზებზე საუბრისას.

ლევან ნიკოლეიშვილი მმართველი გუნდიდან 6 დეპუტატის წასვლას უცნაურს უწოდებს და ამბობს, რომ მსგავსი უცნაურობა პოლიტიკაში იშვიათად უნახავს.

ანალიტიკოსი „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების განცხადებას არაადეკვატურს უწოდებს:

„ასეთი უცნაურობა პირადად მე, პოლიტიკაში ხშირად არ მინახავს. „ქართული ოცნების“ შეცდომებიო, ხუთივემ ცალ-ცალკე აღნიშნა... საინტერესოა, რა შეცდომებზე აქვთ საუბარი, აუცილებლად უნდა დააკონკრეტონ, რადგან მათი ლიდერი ჯერ შსს მინისტრი იყო, მერე პრემიერ მინისტრი. თუ რამე შეცდომებზე უნდა ისაუბრონ, ალბათ თავად შეიკრიბონ დახურულ სივრცეში და იქ გააანალიზონ, თორემ სხვა მხრივ, ასეთი არაადეკვატური განცხადებებით შორს ვერ წავლენ“, - ამბობს ლევან ნიკოლეიშვილი.

ინფორმაციისთვის, მმართველი გუნდიდან 6 დეპუტატი - გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი და ანა ბუჩუკური ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიაში გადავიდნენ. გადაწყვეტილების შესახებ გიორგი ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.