მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქართულმა მხარემ იტალიასთან პანდემიის მწვავე პერიოდში გადატანილი სირთულეები განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და მანლიო დი სტეფანო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან სატელეფონო საუბარი გამართა.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრის პირველმა მოადგილემ კიდევ ერთხელ გამოხატა სოლიდარობა იტალიის მთავრობისა და იტალიელი ხალხის მიმართ პანდემიის მწვავე პერიოდში გადატანილი სირთულეებისა და მისი საბოლოო დამარცხებისკენ მიმართულ ძალისხმევაში. მინისტრების მოადგილეებმა გაცვალეს ინფორმაცია პანდემიის მხრივ ქვეყნებში დღეისათვის არსებულ მდგომარეობაზე და ამ მიმართულებით მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევაზე, ასევე ისაუბრეს ქვეყნებში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის პროცესის მიმდინარეობაზე.

სატელეფონო საუბრისას მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის პოლიტიკურ დღის წესრიგზე, კერძოდ განიხილეს საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ შედეგები, ნატოსთან თანამშრომლობა და ამ კუთხით შავის ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს როლი.

საუბარი შეეხო რუსეთის უკანონო ქმედებებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, კერძოდ  ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს და ადგილზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას. 

იტალიურმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მაღალი შეფასება მისცა საქართველოს წარმატებულ ნაბიჯებს ასოციაციის შეთანხმების შესრულების კუთხით.