მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

დედუტატობის კანდიდატების წარდგენა

„ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

მაჟორიტარი დეპუტატების სია:

თბილისი: საბურთალო - დავით სერგეენკო; ვაკე - ნოდარ ტურძელაძე; გლდანი - ლევან კობიაშვილი; სამგორი - სოზარ სუბარი; მთაწმინდა და კრწანისი - ბექა ოდიშარია; ისანი - კახა კახიშვილი; ნაძალადევი - მიხეილ ყაველაშვილი; დიდუბე და ჩუღურეთი - გია ვოლსკი;

რეგიონები: ზუგდიდი - ირაკლი ჩიქოვანი; ფოთი, ხობი და სენაკი - ირაკლი ხახუბია; ატოში, მარტვილი, წალენჯიხა და ჩხოროწყუ - ალექსანდრე მოწერელია; რუსთავი - ნინო ლაცაბიძე; მარნეული და გარდაბანი - ზაურ დარგალი; ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო და წალკა - გოგი მეშველიანი; ქუთაისი - ზაზა ლომინაძე; სამტრედია, წყალტუბო, ვანი და ხონი - გივი ჭიჭინაძე; საჩხერე, ჭიათურა და ხარაგაული - პაატა კვიჟინაძე; ზესტაფონი, ბაღდათი, თერჯოლა და ტყიბული - ბეჟან წაქაძე; გორი და კასპი - გიორგი ხოჯევანიშვილი; ხაშური და ქარელი - ზაზა დუგლაძე; ამბროლაური, ონი, ცაგერი, მესტია და ლენტეხი - გოჩა ენუქიძე; ახალციხე, ადიგენი, ბორჯომი და ასპინძა - ანტონ ობოლაშვილი; ახალქალაქი და ნინოწმინდა - სამველ მამუკიანი; ბათუმი - რესან კონცელიძე; ქობულეთი - ზაალ მიქელაძე; ხულო, შუახევი, ქედა და ხელვაჩაური- ანზორ ბოლქვაძე; მცხეთა, დუშეთი, ყაზბეგი და თიანეთი - შალვა კერესელიძე; ოზურგეთი, ლანჩუთი და ჩოხატაური - ვასილ ჩიგოგიძე; თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი - ირაკლი ქადაგიშვილი; გურჯაანი, საგარეჯო, სიღნაღი და დედოფლისწყარო - დავით სონღულაშვილი.

ცნობისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ახალი მოდელით, 120/30-ზე ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი 30 იქნება.

თბილისში წარმოდგენილია 8 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, რაც შეხება საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას, აქ შექმნილია 22 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.