მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქართველი სტუდენტები ევროპის 36 ქვეყანაში 60 000-მდე პროდუქტზე ფასდაკლებით ისარგებლებენ

ფასდაკლების ბარათი

თბილისი „ევროპის ახალგაზრდული ბარათის ასოციაციის“ (www.eyca.org) წევრი გახდა. ასოციაციის წევრობა საქართველოს დედაქალაქს უფლებას ანიჭებს, ევროპის ახალგაზრდული ბარათი ქართველ ახალგაზრდებსა და სტუდენტებზე გასცეს.

ბარათის საშუალებით, ქართველ ახალგაზრდებს ევროპის 36 ქვეყანაში 60 000-მდე პროდუქტსა თუ მომსახურებაზე ფასდაკლების მიღების საშუალება ეძლევათ. ბარათის მფლობელები ფასდაკლებით ისარგებლებენ შემდეგი მიმართულებებით: მოგზაურობა, სასტუმროები, კულტურული ღირსშესანიშნაობები, კვების ობიექტები, ქსელური მაღაზიები და სხვა.

„ევროპის ახალგაზრდული ბარათის ასოციაცია“ 1987 წელს დაარსდა. ამ ეტაპზე, ასოციაცია ევროპის 36 ქვეყანაში 40 ორგანიზაციას აერთიანებს და გაცემული აქვს 6 მილიონი ბარათი. ბარათის მთავარი მიზანი სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო და ეკონომიკური მიმართულებით, ახალგაზრდების გაძლიერება და მხარდაჭერაა.

საქართველო ასოციაციის 37-ე ქვეყანა გახდა და მას ორგანიზაციაში თბილისის მერიის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების (European Youth Card Association) სახით, თბილისის მუნიციპალიტეტი წარმოადგენს, რომელსაც ბარათის გაცემის ექსკლუზიური უფლება გააჩნია.

საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ბართის გაცემა მიმდინარე წლის ოქტომბრიდან დაიწყება.