მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კელი დეგნანი: ამ დღის სოხუმი დაეცა და ათასობით ადამიანმა სიცოცხლე დაკარგა

კელი დეგნანი გმირთა მემორიალთან

„27 წლის წინ ამ დღეს სოხუმი დაეცა. ამ მძიმე ტრაგედიის შედეგად ათასობით ადამიანმა სიცოცხლე დაკარგა და ასობით ათასი აიძულეს, რომ საკუთარი სახლები დაეტოვებინათ“, - ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი სოხუმის დაცემის დღეს.

„ჩვენ ვიხსენებთ ამ დღეს დიდი სინანულითა და იმედით, რომელიც ამდენი იძულებით გადაადგილებული ადამიანის გულში რჩება“, - აღნიშნა დიპლომატმა.

ამ დღის აღსანიშნავად და დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ელჩმა კელი დეგნანმა და უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებმა საქართველოში გმირთა მოედანი გვირგვინებით შეამკეს.

ინფორმაციისთვის, დღეს სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა.