მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კელი დეგნანი: ვფიქრობ, ყველა პარტიის ლიდერს უნდა სიტუაცია განიმუხტოს

აშშ-ის ელჩი საქართველოში2020

აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის წლიურ ანგარიშს ესწრება. კელი დეგნანმა პლენარულ სხდომაზე შესვლამდე ჟურნალისტებს ესაუბრა და „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის 51 დეპუტატისთვის უფლებამოსილების არ შეწყვეტაზე ისაუბრა. 

„მალე უნდა მოხდეს ამ პრობლემის გადაჭრა, რადგან ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ყველა პარტიის ლიდერს უნდა სიტუაცია განიმუხტოს და ყველაზე მთავარი გამოწვევაა მთელი ქვეყნისთვის. ხელისუფლების გუშინდელი გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ მათ დატოვეს სივრცე მოლაპარაკებებისთვის.

ღია ვართ ჩვენ იმისთვის, რომ თუ ვინმეს სურვილი აქვს დაგველაპარაკოს. ველოდებით კოლაბორაცია გაგრძელდეს, როგორც მთავრობასთან, ასევე მედიასთან და ყველასთან მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის,“ - განაცხადა ჟურნალისტებთან კელი დეგნანმა.

ინფორმაციისთვის, 3 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის კენჭისყრა გაიმართა.

საკითხს პლენარულ სხდომაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა წარადგინა.

დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ცალ-ცალკე უყარეს კენჭი და არცერთი არ დააკმაყოფილეს.