მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური ძალის დღის წესრიგი აღარ შეესაბამება ამავე ხალხის საჭიროებებს და მიზნებს“ - ბექა ლილუაშვილი

პრემიერის მრჩეველი

„რადიკალიზაციის მსგავსი ხარისხის პირობებში, ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური ძალის დღის წესრიგი აღარ შეესაბამება ამავე ხალხის საჭიროებებს და მიზნებს. სწორედ ამიტომ, მივიღე ეს გადაწყვეტილება, რომ დავტოვო პარტია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დატოვება უალტერნატივო გადაწყვეტილებაა.

„ცხადია, მე ვდგავარ ჩემი თანამოაზრეების გვერდით და ქართული სახელმწიფოსა და ქართული საზოგადოების წინაშე აღებული პასუხისმგებლობის ფარგლებში, ეს არის უალტერნატივო გადაწყვეტილება. ჩვენ ვხედავთ რადიკალიზმით გაჯერებულ პოლიტიკის დღის წესრიგს, მაშინ, როცა ჩვენი, როგორც პასუხისმგებლიანი ძალის ენერგია უნდა იყოს მიმართული ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე, სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებზე და სამწუხაროდ, ეს ასე არ ხდება.

ადამიანებმა უკვე აღარ იციან როგორ მიგვანიშნონ, რომ მათთვის მთავარი პრობლემა დღეს არის გაზრდილი სიღარიბე, პანდემია და არ აინტერესებთ ძალაუფლების მოპოვებისა და შენარჩუნებისთვის ბრძოლა“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის 6-მა დეპუტატმა უმრავლესობა დატოვა და ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის მშენებლობის პროცესში ჩაერთო.

ეს დეპუტატები არიან: გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი და ანა ბუჩუკური.

საკანონმდებლო ორგანოში ისინი დამოუკიდებელი დეპუტატები იქნებიან.