მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხატია დეკანოიძე: ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე უკანონო თვალთვალი ხორციელდება

ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

„ნაციონალური მოძრაობის“ ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, მასსა და მისი ოჯახის წევრებზე უკანონო თვალთვალი ხორციელდება.

„მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ჩემზე და ჩემი ოჯახის წვერებზე, მათ შორის ჩემს შვილზე, განხორციელებული უკანონო თვალთვალისა და ფარული მიყურადების ფაქტების შესახებ. კერძოდ, მიმდინარე წლის 17 სექტემბერს კოსტავასა და ყაზბეგის გამზირებზე, ჩემს შვილს შავი მანქანიდან უთვალთვალებდნენ, რომელიც ჩემი შვილის მეგობრებმა დააფიქსირეს და მისი ნომერიც გვაქვს.

გავარკვიეთ, რომ ეს მანქანა კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს, ვინმე პეტრიაშვილს, ეკუთვნის, რომელიც გლდანის კრიმინალური პოლიციის განყოფილებაში მუშაობს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისი თქმით, ფაქტს წინ უძღოდა შინაგან საქმეთა სამინისტროდან სხვადსხვა პირების მიერ ე.წ. გაფრთხილებები, რომ მასსა და მის ოჯახზე თვალთვალი ხორციელდებოდა.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, მისი ოჯახის თვალთვალით, შანტაჟითა და მიყურადებით ხელისუფლება ვერაფერს მიაღწევს. ხატია დეკანოიძემ შსს-ს უკანონო თვალთვალის შეწყვეტის, პროკურატურას კი აღნიშნული ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდა.