მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხატია დეკანოიძე: ნიკა მელიას გადაწყვეტილება, იდეისათვის და თავისუფლებისათვის ბრძოლა, რჩება იგივე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე - Pia.ge

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ ნიკა მელიას საქმეზე პროკურატურის გადაწყვეტილების შესახებ ბრიფინგი გამართა.

მისი თქმით, ესაა შეშინებული პროკურატურის განცხადება, მათ უნდათ რომ მიაღწიონ სასურველ მიზანს, ნიკა მელიამ გადაიხადოს გირაო და ამ უსამართლობაში თანამონაწილეობით მიიღოს თავისუფლება.

„ეს არის აბსურდული და შეშინებული განცხადება პოლიტიკური პროკურატურის.

ამით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში პროკურატურა როგორც ასეთი ინსტიტუტი არ არსებობს და მთლიანად ემსახურება პოლიტიკურ მართლმსაჯულებას.

ისევე როგორც, სასამართლო და მართლმსაჯულების ყველა რგოლი.

ნიკა მელიას მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობდა გავრილოვის შეკვეთით საქართველოს ხელისუფლებისადმი გირაოს გადახდა იყო უსამართლო და ეს ეწინააღმდეგებოდა იმ იდეას, იმ პრინციპს და თავისუფლებისათვის იმ ბრძოლას, რომელშიც არის ნიკა და საქართველოს თითოეული მოქალაქე რომელსაც სურს, რომ საქართველო იყოს თავისუფალი.

პროკურატურის ეს შეშინებული განცხადება ემსახურებოდა იმას, რომ მათ მიაღწიონ სასურველ მიზანს, რომ ნიკა მელიამ გადაიხადოს გირაო და ამ უსამართლობაში თანამონაწილეობით მიიღოს თავისუფლება.

ნიკა მელიამ მიიღო თავისი გადაწყვეტილება და სწორედ პოლიტიკური მართლმსაჯულების გამო იმაზე უფრო მეტად თავისუფალია, ვიდრე რომელიმე გავრილოვის მსახური.

ნიკა მელიას გადაწყვეტილება იდეისათვის და თავისუფლებისათვის ბრძოლა რჩება იგივე, ნიკა არის მხნედ და ძალიან შემართებით იგი არ გახდება უსამართლობის თამაშის მონაწილე“- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ინფორმაციისათვის, პროკურატურა მზადაა, გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში ნიკა მელიასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე სასამართლოს მიმართოს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ადვოკატის ბექა ბასიალას განცხადებით „ფაქტია ერთია, რომ ნიკა მელიამ პრინციპულად განაცხადა, რომ გირაოს თანხას არ გადაიხდის იმიტომ რომ ეს არის არაკანონიერი მოთხოვნა, მას აქვს პრინციპული პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით.

იხილეთ აგრეთვე:

„პრინციპულად განაცხადა, რომ გირაოს თანხას არ გადაიხდის“ - ნიკა მელიას ადვოკატი პროკურატურას პასუხობს

პროკურატურა მზადაა, გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში ნიკა მელიასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე სასამართლოს მიმართოს

პროკურატურა ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს