მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ხელისუფლება პოლიტპატიმრებს თუ გაათავისუფლებს, პასუხისმგებლობა ოპოზიციაზე გადადის“ - ბოკუჩავა

პარლამენტარი ჟურნალისტებთან 2019

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას თქმით, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ენმ-ის ლიდერს ნიკა მელიასა და ტელეკომპანია „მთავარის“ ერთ-ერთ მეწილეს გიორგი რურუას გაათავისუფლებს, პასუხისმგებლობა ოპოზიციაზე გადმოვა. 

ბოკუჩავამ „რუსთავი 2“ -თან საუბარში განმარტა, რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ მელიასა და რურუას გაათავისუფლებენ.

„8 მარტის მოლაპარაკებებში, საუბარი იყო სამ პოლიტპატიმარზე, რომლებიც უნდა გათავისუფლებულიყვნენ, გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი რურუა. პრეზიდენტმა მაშინაც არ გამოიყენა თავისი უფლებამოსილება გიორგი რურუას გასათავისუფლებლად და არც ახლა, ამ მოლაპარაკების დროს. წარმოვიდგინოთ სცენარი, სადაც ხელისუფლება ათავისუფლებს ნიკა მელიასა და გიორგი რურუას, ამის მერე, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა გადმოდის ოპოზიციაზეც, რომ რაღაც შემხვედრი ნაბიჯები ჩვენც გადავდგათ“, - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

ინფორმაციისთვის, ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში 23 თებერვალს დააკავეს.

მას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გადაყვანილია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

უფლებადამცველები საჩივრით ბრალდებულ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო.

ამის შემდეგ, პროკურატურამ განაცხადა, რომ მზადაა, გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში ნიკა მელიასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე სასამართლოს მიმართოს, რაზედაც, მელიამ უარი განაცხადა.

ამავე თემაზე:

👉 „ვინც ხელს არ აწერს ამ დოკუმენტს, იმას ეზიზღება ეს ქვეყანა“ - ალეკო ელისაშვილი

👉 კარლ ჰარცელი ევროპარლამენტარების წერილზე: არის რამდენიმე ძალიან ნათელი გზავნილი

👉 „დასავლელმა მეგობრებმა უნდა უთხრან „ქართულ ოცნებას“, რომ ეს არის მათი პასუხისმგებლობა“- ზურაბ ჯაფარიძე

👉 „ბოღმით არის დაბრმავებული ქართული პოლიტიკური კლასი და საშიშია ქვეყნისთვის დაბოღმილი პოლიტიკოსი“ - იაგო ხვიჩია

👉 „გამოსასყიდი თანხა 1 ლარიც რომ მქონდეს გადასახდელი, არ გადავიხდი“ - ნიკა მელია