მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს გაიმართება. 

მხარეებს შორის შეხვედრა 20:00 საათისთვის არის დაგეგმილი.

„ვთავაზობ საქართველოს მთავრობას და ოპოზიციას, დღეს საღამოს ჩემი ფასილიტაციით შედგეს შეხვედრა”, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ისაუბრა.

„ევროკავშირი არის სანდო პარტნიორი და მეგობარი საქართველოსათვის და საქართველო არის მთავარი პარტნიორი ევროკავშირისთვის, ჩვენ ვეუბნებით იმ პასუხისმგებლობას, რომელიც უკავშირდება დემოკრატიას და კანონიერებას.

მე ძალიან მაწუხებს ის გაღრმავებული პოლიტიკური კრიზისი, რომელიც საქართველოში არსებობს. საქართველომ წლების განმავლობაში მოიპოვა დემოკრატია და მიიღეს წევრები.

პოლარიზაცია და კრიზისი თქვენი პრემიერ მინისტრის პერიოდში, თქვენი კოლეგის ძალისხმევით და ოპოზიციის ლიდერების ძალისხმევით უნდა გამოსწორდეს, უნდა დასრულდეს პოლარიზაცია.

ნებისმიერი ქვეყნის მთავრობამ უნდა გამოიწვიოს ლიდერული თვისებები, ასევე გაუსწოროს თვალი გამოწვევას და საქართველოს ინტერესებს იმოქმედებს. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, მოხალისე დეესკალაცია და გაერთიანებული ძალები, რათა შევადგინოთ პოლიტიკური დიალოგი.

მე ვთავაზობ საქართველოს მთავრობას და ოპოზიციას, რომ დღეს საღამოს ჩემი ფასილიტაციით ერთმანეთს შეხვდნენ.“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „ვთავაზობ საქართველოს მთავრობას და ოპოზიციას, რომ დღეს საღამოს ჩემი ფასილიტაციით შევხვდეთ ერთმანეთს“ - შარლ მიშელი