მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხომ ხედავთ, არ გყავთ მხარდამჭერები, რადგან ყველამ იცის თქვენი მოღალატეობრივი სახე - დავით ჩიხელიძე ოპოზიციას

დავით ჩიხელიძე: გუშინ, ოპოზიციამ კიდევ ერთხელ ესროლა ტალახი საზოგადოების  ღირსეულ წარმომადგენლებს

„გუშინ ოპოზიციის მორიგი დაცემა ვიხილეთ. ცივი შხაპი ოპოზიციისთვის, აქცია აქციისთვის, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. აქციაზე ნათლად გამოჩნდა, რომ ოპოზიცია მთავარ საკითხზეც კი არ არის ჩამოყალიბებული, აქციაზე მყოფმა ადამიანებმა არ იციან რას აპროტესტებენ ან რას ითხოვენ. ყველაზე საინტერესო აქციის სახელი იყო „მსვლელობა თავისუფლებისთვის“. რეალურად ჩვენ ვნახეთ, მსვლელობა სკამებისთვის“, - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებები ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე 26 თებერვალს ოპოზიციის მიერ გამართულ აქციას.

დავით ჩიხელიძე აქციის ორგანიზატორებს მოუწოდებს, დაიცვან კანონი, კანონის მოთხოვნები და შეწყვიტონ პროვოკაციული ქმედებები:

„საბედნიეროდ ქვეყანაში დიდი ხანია დასრულდა დრო, როდესაც ადამიანის ფუნდამენტური უფლების თავისუფლების აქციით დაცვა უწევდა. დღეს საქართველოს მოქალაქე ისეთი თავისუფალია, როგორიც ბოლო ასეულობით წლების განმავლობაში არ ყოფილა. აღნიშნული შემდგარი ფაქტია, რომელსაც ვერ გავექცევით...

მოგეხსენებათ, აქციის ჩატარებას საკუთარი წესები აქვს, რომელიც მკაფიოდ არის გაწერილი კანონში (საქართველოს კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ) აქციის მონაწილეებმა სავალ ნაწილზე ჯერ კარავი გაშალეს, შემდეგ გზის გადაკეტვა მოისურვეს, კანონში კი მკაფიოდ წერია:

(მუხლი 11​1 4. დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. აგრეთვე, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით გადაკეტვა). აქციაზე ადამიანთა რიცხოვნობა ნამდვილად არ მოითხოვდა სავალი ნაწილის გადაკეტვას, რადგან როგორც აღვნიშნე, მათი რიცხვი რამდენიმე ასეულით განისაზღვრებოდა.

აქციის ორგანიზატორებს მოვუწოდებ, დაიცვან კანონი და კანონის მოთხოვნები, შეწყვიტონ პროვოკაციული ქმედებები. ხომ ხედავთ არ გყავთ მხარდამჭერები, რადგან ყველამ იცის თქვენი მოღალატეობრივი სახე. ხალხს სიმშვიდე და განვითარება სჭირდება, მობეზრდა ხელოვნურად შექმნილი არეულობა და ჯანყის მოსურნე, ქვეყანაზე გაბრაზებული, ერთი მუჭა ნაცების ჭკუაზე სიარული“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.