მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხუნდაძე ოპოზიციას: მთავარი გაბრაზება ოქტომბერში გელოდებათ

დიმიტრი ხუნდაძე კორონა ვირუსზე

"ოპოზიცია ძალიან გაბრაზებულია, მაგრამ მთავარი გაბრაზება ოქტომბერში გელოდებათ", - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს.

სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ინტერპელაციის წესით არის მისული, ოპოზიცია ხელისუფლების მიმართ მწვავედ კრიტიკულ პოზიციას აფიქსირებს.

"ოპოზიციის წარმომადგენლებს ვხედავ, რომ ძალიან გაბრაზებულები არიან, განსაკუთრებით ბოლო 2 დღე, მაგრამ ყველა საფუძველი გაქვთ თქვენ ამისათვის, რომ არ იყოთ მშვიდად. თუმცა, მთავარი გაბრაზება თქვენ გელოდებათ ოქტომბერში", - მიმართა ოპოზიციონერ დეპუტატებს დიმიტრი ხუნდაძემ.