მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხუნდაძე ოპოზიციაზე: ყალბი ბოდიშის შემდეგაც იგივე ღირებულებები გააჩნიათ

დიმიტრი ხუნდაძე კორონა ვირუსზე

„ამ ოპოზიციის ხელში ძალიან ბევრი შეუსაბამო გამოთქმები ისმის, ბოდიში მინდა მოგიხადოთ, მაგრამ ყველას წიხლი საწყენი ნამდვილად არ არის“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, ოპოზიციისთვის მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა უკანა პლანზე დგას.

„არ მგონია ჩვენს ოპონენტებს ან კოვიდი აწუხებდეთ ან ქვეყნის ეკონომიკა, მით უფრო ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ყალბი ბოდიშის შემდეგაც იგივე ღირებულებები გააჩნიათ. ყველაფერი შესაძლებელია და სიცოცხლე არის უკანა პლანზე გადატანილი მათ ღირებულებებში.

გვესმოდა მათი შეფასებები და უგუნურებაში ადანაშაულებდნენ ხელისუფლებას, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნაა. მგონი მათ არ უნდათ გაიგონ, რომ მთელი მსოფლიო პანდემიის რეჟიმშია და ყველა ქვეყანას უკლებლივ ეკონომიკური ვარდნა აქვს.

ისინი მთელ მსოფლიოსაც უგუნურებაში ადანაშაულებენ. თუ ისინი ყველაზე ჭკვიანები არიან მთელი მსოფლიოსგან განსხვავებით, მაშინ იშვიათ დაავადებასთან გვაქვს საქმე, მაგრამ არაუშავს ეს ყველაფერი დასრულდება. ბევრი შეუსაბამო საკითხები იყო თავდაყირა დაყენებული, შევეცდები რამდენიმეს გავცე პასუხი. მაგალითად სპეკულაცია იმის შესახებ, რომ კარანტინი არაფრის მომცემია“, -აღნიშნა ხუნდაძემ.

მისივე თქმით, კოვიდ 19-თან ბრძოლის გზაზე გამორჩეული პოზიტიური შედეგი სწორედ საკარანტინო სიტუაციის ამოქმედებას უკავშირდება.

„დადასტურებულ ინფექციათა და შემთხვევათა შორის 20% სწორედ საკარანტინო სივრცეებშია დადგენილი. რაც შეეხება შეზღუდვებს და ჩაკეტვას, საწყის ეტაპზე საფრთხეები იყო უფრო მეტი. მითუმეტეს ვირუსის აგრესიულობის ხასიათი უფრო მაღალი იყო, სიკვდილობის მაჩვენებელიც 7% იყო. თავიდან ინფორმაცია შესაძლო გართულებების თაობაზე არ ჰქონდათ არც ეპიდემიოლოგებს არც ჯანდაცვის სხვა სპეციალისტებს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინფორმაციისთვის, პარლამენტში ინტერპელაციის წესით ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას უსმენენ.