პოლიტიკა

ხვალ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს

ევროსაბჭო
1611672886
დაკოპირებულია

ხვალ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს,  საქართველოს დელეგაციამ ინიციატივას მხარი უკვე დაუჭირა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

„ვაპირებთ, იგივე პოზიცია დავაფიქსიროთ ხვალინდელ სესიაზეც. გუშინ ჩვენ ვნახეთ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადება, რომელიც თვალნათლივ აჩვენებს საქართველოსა და პირველ რიგში, საერთაშორისო პარტნიორებს მათ დამოკიდებულებას, თუ როგორ უპასუხისმგებლოდ უდგებიან საერთაშორისო ინსტანციების გადაწყვეტილებებს.

დაველოდოთ ხვალინდელ დღეს. საქართველოს პოზიცია, ამ საკითხთან დაკავშირებით, უცვლელია.

როგორც მოგეხსენებათ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე იყო მსჯელობა. რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვიყენეთ ეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა, რათა სწრაფად და სრულფასოვნად შესრულდეს ყველა ვალდებულება, რომელიც რუსეთს დაეკისრა ევროპის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილების შედეგად“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში იღებს მონაწილეობას.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობაში შედიან დეპუტატები: ირაკლი კობახიძე, მარიამ ქვრივიშვილი, გივი მიქანაძე, ირაკლი ჩიქოვანი, თამარ ტალიაშვილი და ფრიდონ ინჯია

აქცია მსვლელობა
ფილარმონიიდან

„თავისუფლებისთვის“ - ფილარმონიიდან ოპოზი...

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია-მსვლელობა ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე დაიწყო. 

„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა 26 თებერვალს ოპოზიციის მიერ გამართულ აქციას ეხმაურება.

1614354509

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა.

1614353394

აქტივისტებმა რუსთაველის გამზირზე გზის სავალ ნაწილზე გაშლილი კარავი ტროტუარზე გადაიტანეს. 

1614353152

„დღეს, 26 თებერვალს, საბურთალოს რაიონში გელოვანის გამზირზე საგზაო-სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯივიპის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს. 

1614349996
ერდოღანი სომხეთზე

ერდოღანმა სომხეთში სამხედრო გადატრიალების მცდ...

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კატეგორიულად დაგმო სომხეთში 25 თებერვალს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობა. ამის შესახებ Report.az იუწყება. 

ეროვნული ბანკი: კომერციული ბანკების მიერ...

2021 წლის იანვარში, 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 116.9 მლნ ლარით შემცირდა და მთლიანი მოცულობა 37.6 მლრდ ლარს გაუტოლდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„როგორც კი ნაბიჯი მარჯვნივ ან მარცხნივ ი...

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკის განცხადებით, გარკვეული ბალანსი და კომპრომისი უნდა შედგეს.

ეროვნული ბანკი: 2021 წლის იანვარში წლიურ...

2021 წლის იანვარში წლიურმა ინფლაციამ 2.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო დეკემბერთან შედარებით ფასები 1.1 პროცენტით გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.