მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ხვალინდელი აქცია იქნება უწყვეტი პროტესტის დასაწყისი“ - გიგი უგულავა

გიგი უგულავა - „ევროპული საქართველოს“ წევრი

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეხვედრა გამართეს. კონსულტაციების მთავარი თემა სამომავლო გეგმები და ხვალ დაგეგმილი აქცია იყო. 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა, ოპოზიცია პერმანენტულ პროტესტს იწყებს.

„ყველა მსურველს ექნება დარჩენის შესაძლებლობა რუსთაველზე და ამასთანავე, გამოცხადდება, რომ ეს იქნება უწყვეტი პროტესტის დასაწყისი. იქნება პიკეტები და სირცხვილის კორიდორები მაშინ, როცა პარლამენტი და მთავრობა შეიკრიბება. 88-ვე დეპუტატმა უნდა იცოდეს, რომ მათი ქმედებისთვის უნდა გადაიხადონ პოლიტიკური ფასი“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ საპროტესტო აქციები „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების შემდეგ დაგეგმა.

პირველი აქცია 23 თებერვალს მთავრობის ადმინისტრაციასთან დაიწყო და პარლამენტის შენობასთან დასრულდა.

მორიგი საპროტესტო აქცია-მსვლელობა 26 თებერვალს 15:00 საათზე ფილარმონიიდან დაიწყება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

გიორგი ვაშაძე: ჩვენი პროტესტი უნდა იყოს მშვიდობიანი

ნიკა მელიას მხარდასაჭერად ოპოზიცია ავტომობილებით მსვლელობას მართავს

26 თებერვალს 15:00 საათზე ახალი საპროტესტო მსვლელობა დაიგეგმა