მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“- ნიკოლოზ სამხარაძე

ნიკოლოზ სამხარაძე

„მივესალმებით ურთიერთობის გაღრმავებას ნატოსა და უკრაინას შორის და მხარს ვუჭერთ შავი ზღვის რეგიონში ალიანსში ჩართულობას“- განაცხადა საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ. 

მან საქართველოს სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები სერიოზულ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთლიანად შავი ზღვის რეგიონს და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას.

„საფრთხის შემცველია რუსი მაღალჩინოსნების განცხადებები, რომლებიც ძირს უთხრის როგორც უკრაინის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას და სტაბილურობას.

საქართველოს და უკრაინას განსაკუთრებული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ. შესაბამისად კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ამასთან, მივესალმებით ურთიერთობის გაღრმავებას ნატოსა და უკრაინას შორის და მხარს ვუჭერთ შავი ზღვის რეგიონში ალიანსში ჩართულობას, რომელსაც სტაბილურობის გარანტად მივიჩნევთ. მიგვაჩნია, რომ მიმდინარე მოვლენები სერიოზულ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთლიანად შავი ზღვის რეგიონს და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას.

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ გააგრძელოს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდაჭერა, რუსეთის აგრესიისა და დესტრუქციული ქმედებების წინააღმდეგ“- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ცნობისთვის, აპრილის დასაწყისიდან უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდგომარეობა უკიდურესად გამწვავდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების და პრორუსი სეპარატისტების მხრიდან არიან დაღუპულები და დაჭრილები.

იხილეთ აგრეთვე:

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი - უახლესი ამბები

✅უკრაინულმა სადაზვერვო ჯგუფმა „ბოევიკების“ სადამკვირვებლო პოსტი გაანადგურა (ვიდეო)

✅უკრაინის საზღვართან რუსული ჯავშანტექნიკა დააფიქსირეს

✅აღმოსავლეთ უკრაინაში „ბოევიკებმა“ უკრაინის ჯარს ცეცხლი ერთხელ გაუხსნეს

✅აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა