პოლიტიკა

კილაძე: ბავშვი არსად ისეთი ბედნიერი არ არის, როგორც საკუთარ ოჯახში

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე
19:34 08.08
დაკოპირებულია

„ყველა ბავშვის უფლებაა, აღიზარდოს საკუთარ ოჯახში, საკუთარ მშობლებთან, რადგან არსად ისეთი ბედნიერი არ არის ბავშვი, როგორც თავის ოჯახში“,- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ოჯახის გაძლიერებას, თუ იქ რაიმე პრობლემა არსებობს, რაც ბავშვის უფლებათა დაცვის კოდექსის მიდგომაა.

როგორც დეპუტატი ამბობს, აღნიშნული კოდექსი 2020 წლის 1-ელი სექტემბრიდან შედის ძალაში. იმის მტკიცება, რომ კოდექსის საფუძველზე ართმევენ ოჯახებს შვილებს - არის სიცრუის გავრცელება.

„კოდექსის მიხედვით, მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტს ბავშვის ოჯახიდან განცალკევების საკითხს და არა სოციალური მუშაკი, როგორც ეს დღეს მოქმედი კანონითაა განსაზღვრული.

კოდექსის მიხედვით, აკრძალულია ბავშვის განცალკევება ოჯახიდან მხოლოდ სიღარიბის გამო. ღარიბი და ბედნიერი ოჯახი ბევრი მინახავს.

კოდექსის მიდგომა და მთავარი ღერძია ოჯახების გაძლიერება. მაგალითად, თუ მცირეწლოვანი ბავშვი არის მუდმივად მოუვლელი, დღეების მანძილზე უყურადღებოდ მარტო მიტოვებული და არის საფრთხეში რომ რამე შეიძლება დაემართოს ნებისმიერ დროს, მისი აკადემიური მოსწრება არის ძალიან დაბალი, მშობლები არიან ნარკოტიკებზე ან აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულები, კოდექსის მიხედვით, ერთვება სახელმწიფოს მულტიდისციპლინური ჯგუფი. ამ ჯგუფის ფუნქცია არის გააძლიეროს ოჯახი. ამ ჯგუფმა შესაძლებელია შესთავაზოს მშობლებს დასაქმების ან პროფესიული გადამზადების შესაძლებლობა, გარკვეული ფულადი დახმარება ფეხზე დადგომამდე, მისი როგორც მშობლის მოვალეობის გაცნობიერებაში დახმარება, რომ ბავშვს ზრუნვა სჭირდება და არ შეიძლება მცირეწლოვანი ბავშვის უმეთვალყურეოდ დატოვება, ფსიქოლოგიური დახმარება, ნარკოტიკებისა და აზარტული თამაშების რეაბილიტაციის პროგრამებში მშობლების ჩართვა, ბავშვის ჩართვა სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო თუ სპორტულ წრეებში და ა.შ.

ვფიქრობ, სამინისტრო გააკეთებს კომენტარს ბოლო რამდენიმე გახმაურებულ შემთხვევაზე. ხარვეზის გამოკვეთის შემთხვევაში, სახელმწიფოს სათანადო რეაგირება აუცილებლად ექნება.

სამწუხაროა, რომ ერთი ჯგუფი ადამიანებისა, რომლებსაც ფულს უხდიან ტალახის სროლაში, ცდილობს საზოგადოების ნაწილის შეცდომაში შეყვანას. წინასაარჩევნო პერიოდია და კარგად გვესმის რაც ხდება. დაინტერესებულ და ობიექტურ პირებს ვურჩევ კოდექსი წაიკითხონ და თავად დარწმუნდნენ, ვინ ავრცელებს მიზანმიმართულად არასწორ ინფორმაციას“,- წერს სოციალურ ქსელში სოფო კილაძე.

სწავლა და კორონა

პირველი ოქტომბრიდან სკოლებში სწავლა ნაწი...

პირველი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში პირველიდან მეექსვე...
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, კულტურული და ხალხთაშორისი მიმართულება მნიშვ...
19 წუთის წინ
„საქართველოს ეროვნული ლატარია“ ერთი თვის მოგების სტატისტიკას აქვეყნებს. ერთი თვის განმავლობაში 24 ა...
26 წუთის წინ
„ვაქცინაცია არის ხსნა და გარკვეული პრევენცია იმისა, რომ კოვიდ 19-ის ეპიდემია კიდევ უფრო მძლავრად არ...
31 წუთის წინ
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელს გოგი წულაიას ოპერაცია ჩაუტარდა. ახალი...
36 წუთის წინ
საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვდრა საქართველოს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინი...
საქართველოს აზერბაიჯანის ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი პირველი ოფიციალური...
41 წუთის წინ
საქართველოს 4 ქალაქში უმაღლესსა და პროფე...
განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, საქართველოს 4 ქალაქში უმაღლეს...
14:21
საქართველოში ინდოეთიდან ჩამოსულ 5 სტუდენ...
საქართველოში ინდოეთიდან ჩამოსულ 5 სტუდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახე...
14:15
ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 26-ე...
კორონავირუსით გარდაცვლილი 26-ე პაციენტი 70 წლის კაცია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკ...